Thumbnail

დიეგო მარადონა: კრიშტიანო რონალდო ნამდვილი მხეცი და ახლა უკვე ჯადოქარია!

  • არგენტინელი კრიშტიანოს ჰეთ თრიკს გამოეხმაურა
  • რატომ გახდა პორტუგალიელი ჯადოქარი
კრიშტიანომ პირობა შეასრულა

მექსიკური დორადოსის მთავარი მწვრთნელი, ფეხბურთის ლეგენდა დიეგო არმანდო მარადონა კრიშტიანო რონალდოს მიერ ატლეტიკოს კარში შესრულებულ ჰეთ თრიკს გამოეხმაურა.

დიეგო მექსიკის თასის წაგებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე საკუთარი გუნდის თამაშის ნაცვლად, პორტუგალიელზე ალაპარაკდა. 

"არიან ფეხბურთელები, რომელთაც, თითქოს, ჯადოსნური ჯოხით შეეხნენო - ჩვენ არგენტინელები ვამაყობთ, რომ ლეო მესი სწორედ ასეთი მოთამაშეა, მაგრამ კრიშტიანო რონალდო ნამდვილი მხეცია, ახლა კი ისიც ჯადოქარია. ის უკვე ჯადოქარია, რადგან ატლეტიკოსთან თამაშის წინ თქვა, რომ სამ გოლს გაიტანა და მან ეს შეძლო!"

კომენტარები

ბოლო ამბები