Thumbnail

საამიროების ჰოკეის ლიგაში ქართული გუნდის თამაში იგეგმება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • EHL საერთაშორისო ტურნირი გახდება და მასში ქართული გუნდის მიწვევა იგეგმება
  • დიდი ალბათობით, გუნდის მთავარი მწვრთნელი როლანდ სვანიძე იქნება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გიგოლაძე არაბეთის გაერთიანებული საამიროების ჰოკეის ლიგის (EHL) პრეზიდენტ ვლადიმირ ბურდუნს შეხვდა, სადაც საინტერესო პროექტის შესახებ ისაუბრეს. საქმე ისაა, რომ იგეგმება EHL-ის საეთაშორისო ტურნირად გადაკეთება და შესაძლოა, პირველი უცხოური გუნდი, რომლის ინტეგრირებაც ლიგაში მოხდება, ქართული იყოს. იგეგმება ქართულ გუნდებში მოასპარეზე საუკეთესო მოთამაშეების შეკრება ერთ გუნდში, რომელიც შემდეგ EHL-ში მიიღებს მონაწილეობას.

ვლადიმირ ბურდუნი და შალვა გოგოლაძე

სავარაუდოდ, ქართული გუნდის მწვრთნელი როლანდ სვანიძე იქნება, რომელსაც არაბეთის გაერთიანებული საამიროების ლიგაში ასპარეზობის გამოცდილება აქვს. სვანიძე დუბაის "ძლევამოსილ აქლემებში" ასპარეზობდა. სწორედ როლანდ სვანიძეა საქართველოს ჰოკეის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ერქმევა ქართულ გუნდს და როდიდან დაიწყებს ეს გუნდი EHL-ში ასპარეზობას.

“არაბეთის გაერთიანებული საამიროების ჰოკეის ლიგისთვის დიდი ბიძგი იქნება ჩემპიონატში ქართული კლუბის ინტეგრირება. ეს ხელს შეუწყობს ლიგის განვითარებას ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ახლო მომავალში ჩვენ კიდევ მოვიწვევთ გუნდებს მეზობელი ქვეყნებიდან და აუცილებლობის შემთხვევაში, დახმარებასაც გავუწევთ”. - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ვლადიმირ ბურდუნმა. 

კომენტარები

ბოლო ამბები