Thumbnail

7 კაცა | საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკასთან ივარჯიშა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოს 7-კაცა ნაკრების ერთკვირიანი შეკრება სამხრეთ აფრიკაში
  • ''ბორჯღალოსნებმა'' სამხრეთ აფრიკის A ნაკრებთან ივარჯიშეს

საქართველოს 7-კაცა ნაკრები სამხრეთ აფრიკაშია, სადაც ერთკვირიან შეკრებას გადის. შეკრების დასრულების შემდეგ, ნაკრები ზიმბაბვეში გადაინაცვლებს და საერთაშორისო ტურნირს ითამაშებს.

''ბორჯღალოსნებმა'' დღეს სამხრეთ აფრიკის A ნაკრებთან ერთობლივი ვარჯიში გამართეს. ვარჯიშის დროს ოთხი 10 წუთიანი ტესტ მატჩი ჩატარდა, სადაც გუნდებმა სხვადასხვა სათამაშო კომპონენტები დახვეწეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს 7-კაცა ნაკრები ევროპის გრანპრის სერიებისა და 2020 წლის ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ტურნირისთვის ემზადება და აფრიკული ტურნე მზადების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.

7-კაცამ სამხრეთ აფრიკაში, კეიპტაუნში შეკრება ადრეც გაიარა და მწვრთნელები იქ მიღებული გამოცდილებით კმაყოფილი დარჩნენ. ამიტომ, როდესაც ზიმბაბვეს ტურნირიდან მოწვევა მიიღეს გადაწყდა, რომ მანამდე ერთკვირიანი შეკრება სამხრეთ აფრიკაში გაევლოთ.

● საქარველოს 7 კაცა ნაკრებმა ერთობლივი ვარჯიში სამხრეთ აფრიკის 7 კაცასთან (A ნაკრები) გამართა ! ● გაიმართა ოთხი 10 წუთიანი ტესტ მატჩი, სადაც გუნდებმა სხვადასხვა სათამაშო კომპონენტები დახვეწეს !

Posted by Georgian Rugby 7's on ოთხშაბათი, 13 მარტი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები