Thumbnail

რაგბი | ლოკომოტივი რუსეთის ჩემპიონთან 38 ქულით დამარცხდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ამხანაგური მატჩი - ლოკომოტივი 14:52 ენისეი
  • რუსული კლუბის შემადგენლობაში ორმა ქართველმა ითამაშა

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის ლოკომოტივმა რუსეთის მოქმედ ჩემპიონს, ენისეის თბილისში 'ხვამლი არენაზე' უმასპინძლა და ამხანაგური მატჩი 38 ქულით წააგო. ენისეი კონტინეტის ფარის ფინალის საგზურისთვის იბრძვის.

რუსებმა ლოკომოტივთან გამართული მატჩი ახალი კომბინაციების დასამუშავებლად და ახალი მორაგბეების გამოსაცდელად გამოიყენეს. ენისეიმ პირველი ტაიმი 19:5 მოიგო, ხოლო მეორე ნახევარში კიდევ 33 ქულის დაგროვება მოახერხა. ენისეის რიგებში ორმა ქართველმა ითამაშა; დავით მესხი და ნიკოლოზ ხატიაშვილი, თუმცა კლუბს მათი დამატების შესახებ ოფიციალურად არ გამოუცხადებია.

ენისეი კონტინენტის ფარის ორმატჩიან დუელში ტიმიშოარას შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში ფინალში კალვიზანოსა და როვიგოს წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ენისეი თბილისში 📺

კომენტარები

ბოლო ამბები