Thumbnail

პირველად ისტორიაში: ქართული მედალი ქალთა კრივის ევროპის ჩემპიონატზე

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ანა ხუნჯუამ მეოთხედფინალურ შეხვედრაში ბელარუსი მოკრივე დაამარცხა
  • ქართველი მოკრივე უკეთესი სინჯის მედლის მოპოვების შანსს ინარჩუნებს 

ევროპის 22-წლამდე მოკრივეთა ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენმა ანა ხუნჯუამ ბრინჯაოს მედალი გაინაღდა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს. ეს არის პირველი შემთხვევა ქართული სპორტის ისტორიაში, როდესაც 22-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ქალმა მოკრივემ მედალი მოიპოვა.

54 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ანა ხუნჯუამ მეოთხედფინალურ შეხვედრაში ბელარუს ალექსანდრა კაპროვიჩს სძლია. ქართველს უკეთესი სინჯის მედლის მოპოვების შანსი აქვს და ნახევარფინალში რუს ანასტასია არტამონოვას დაუპირისპირდება. ვლადიკავკაზში მიმდინარე ევროპირველობაზე ნახევარფინალური ბრძოლები 15 მარტს გაიმართება.

📺 ანა ხუნჯუას მეოთხედფინალური ბრძოლა

კომენტარები

ბოლო ამბები