Thumbnail

ლოკომოტივიდან დინამოში? ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირმა კლუბი დატოვა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ეროვნული ლიგის ბომბარდირი სამუშაო ადგილს იცვლის
  • დიდი ალბათობით სიხარულიძე ერთი თბილისური კლუბიდან მეორეში გადავა.

თბილისის დინამომ კიდევ ერთი ტრანსფერის განახორციელებასთან არის ახლოს. ბუდუ ზივზივაძისა და გიორგი ივანიშვილის დამატების შემდეგ, თბილისურმა კლუბმა შესაძლოა ლოკომოტივიდან ირაკლი სიხარულიძეც დაიმატოს.

გასულ სეზონში სიხარულიძე ლოკომოტივის ღირსებას იცავდა და 25 გოლის გატანა მოახერხა, რაც ეროვნული ლიგის ბომბარდირის ტიტულის მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა. 27 დეკემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონიალზე,  სიხარულიძემ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელისა და თავდამსხმელის პრიზი მიიღო.

ეროვნული ლიგის საუკთესო ფეხბურთელი კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან ერთად 🙌

Posted by FC Locomotive Tbilisi on ოთხშაბათი, 27 დეკემბერი, 2017

 

კომენტარები

ბოლო ამბები