Thumbnail

‘ბოდიში ინგლისელ ფანებს, მაგრამ…’ - პეპ გვარდიოლა დღეს ბაიერნისკენაა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • შალკესთან 7:0-ის შემდეგ ხოსეპ გვარდიოლა კმაყოფილია
  • პეპი დღეს მიუნხენის ბაიერნს უქომაგებს

დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის ბოლო ორი მატჩი გაიმართება. მთავარი დაპირისპირება უდავოდ ბაიერნისა და ლივერპულის დუელია - პირველი მატჩი ‘ენფილდზე’ 0:0 დასრულდა.

ექსპერტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ შანსები 50:50-ზეა. მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ შალკესთან 7:0-ის შემდეგ არ დამალა, ვის უქომაგებს დღეს, მიუნხენში დაგეგმილ უაღრესად საინტერესო მატჩში.

“ბოდიში ინგლისელ ფანებს, მაგრამ მე მინდა, რომ მეოთხედფინალში არა ლივერპული, არამედ ბაიერნი გავიდეს, - თქვა პეპმა Sky-ს მიკროფონში შალკესთან უადვილესი მატჩის შემდეგ, - მე ჯერ კიდევ ბაიერნის ნაწილი ვარ. მიუნხენიც ძალიან მიყვარს და ბაიერნიც. იქ ჯერ კიდევ ბევრი მეგობარი მყავს!”

PREVIEW | სეზონის მატჩი ბაიერნისთვის - ლივერპულის მთავარი ოცნება

შალკესთან მატჩით პეპი, რა თქმა უნდა, კმაყოფილი იყო: “პირველ 20-25 წუთში ისე ვთამაშობდით, თითქოს მხოლოდ არწაგება გვინდოდა. ისე არ ვუტევდით, როგორც საჭიროა. პირველი გოლის შემდეგ კი ყველაფერი დალაგდა. ვიცი, რომ შალკეს ახლა რთული პერიოდი აქვს. გელზენკირხენელ ფეხბურთელებს თავდაჯერება აკლიათ. ვიცოდით, რომ მეოთხედფინალში გასვლა არ გაგვიჭირდებოდა, მაგრამ შენი საქმე ასეთ დროსაც კი მაქსიმალურად კარგად უნდა გააკეთო. ასეც მოხდა და ამიტომ მოვიგეთ 7:0.”

კომენტარები

ბოლო ამბები