Thumbnail

ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ისევ ბუფონთან ერთად - ალეგრის დაპირება ჯიჯის

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • იუვეს ყოფილმა მეკარემ ტურინელებს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გასვლა მიულოცა
  • ჯანლუიჯი ბუფონის მილოცვას იუვენტუსის თავკაცი მასიმილიანო ალეგრი გამოეხმაურა

ტურინის იუვენტუსის ყოფილმა მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა, რომელიც ამჟამად პარი სენ-ჟერმენის ღირსებას იცავს, ყოფილ გუნდს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მადრიდის ატლეტიკოს ბარიერის დაძლევა თავის ინსტაგრამზე მიულოცა. 

მასიმილიანო ალეგრის გუნდმა მეტოქე კრიშტიანო რონალდოს ჰეთ თრიკით, ორი მატჩის ჯამში 3:2 დაამარცხა და ტურნირის ¼-ფინალში გავიდა. ჯიჯი კი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის სამი ფინალი აქვს წაგებული, მიმდინარე ტურნირს პსჟ-სთან ერთად გამოითიშა.

"გილოცავთ ყველას! ეს არაჩვეულებრივი და გასაოცარი მიღწევაა! მისტერ ალეგრი - დიდი მწვრთნელია", - დაწერა 41 წლის მეკარემ სოციალურ ქსელში.

ჯიჯი ბუფონს თავად იუვენტუსის თავკაცი მასიმილიანო ალეგრი გამოეხმაურა. 

"მადლობა, ჯიჯი, შენ ხომ იუვენტუსის ისტორია დაწერე. ჩვენ ვუყურეთ პსჟ-ს თამაშს და ძალიან დაგვაღონა მისმა შედეგმა. შევეცდებით ფინალამდე მივაღწიოთ და ჯიჯიც თან წავიყვანოთ", - აქვეყნებს მასიმილიანო ალეგრის ნათქვამს Football Italia.

ბუფონმა იუვენტუსის მაისურით ჩემპიონთა თასს გვერდით სამჯერ ჩაუარა

ჯანლუიჯი ბუფონი იუვენტუსში გატარებული 17 წლის შემდეგ, 2018 წლის ზაფხულში პსჟ-ში გადავიდა. პარიზული გუნდი მიმდინარე ჩემპიონთა ლიგას მანჩესტერ იუნაიტედთან მარცხის (2:0, 1:3) შემდეგ გამოეთიშა.

ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონის ფინალური შეხვედრა 1-ელ ივნისს, მადრიდში, "ვანდა მეტროპოლიტანოზე" გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები