Thumbnail

ჰარუ ბაშო | ტოჩინოშინის შთამბეჭდავი გამარჯვება ნიშიკიგისთან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტოჩინოშინმა ნიშიკიგი დაამარცხა
  • ქართველს ბალანსი ჰარუ ბაშოზე - 2:2

იაპონიის ქალაქ ოსაკაში წლის მეორე ბაშოს მე-4 დღის ორთაბრძოლები გაიმართა. ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე), მე-3 მაეგაშირა ნიშიკიგის შეხვდა და მეტოქე იორიტაოშით დაამარცხა. ქართველი სუმოისტის ბალანსი ჰარუ ბაშოზე გათანაბრდა - ტოჩინოშინის 2 მოგება და 2 წაგება აქვს, ნიშიკიგისთან ურთიერთშეხვედრებში კი უკვე 4:2-ს იგებს.

ტოჩინოშინის მეტოქე მე-5 დღეს პირველი მაეგაშირა კაისეი იქნება, რომელსაც ჯერჯერობით ჰარუ ბაშოზე მოგება არ აქვს.

გაგამარუს ტოჩინოშინის მსგავსი ბალანსი აქვს - 2:2-ზე. თეიმურაზ ჯუღელმა ვაკატაკაკაგე ჰატაკიკომით დაამარცხა და ჰარუ ბაშოზე პირველი მარცხი აგემა. გაგამარუს მომდევნო მეტოქე მე-5 დღეს კიოკუტაისეი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები