Thumbnail
  • ფილ ფოდენმა გუშინ შალკეს გაუტანა
  • გვარდიოლა ამბობს, რომ 18 წლის ინგლისელი სულ მის გუნდში იქნება...

გუშინ მანჩესტერ სიტის 18 წლის ნახევარმცველმა - ფილ ფოდენმა ჩემპიონთა ლიგაზე თავისი პირველი გოლი გაიტანა. სიტიმ გელზენკირხენის შალკე ეტიჰადზე 7:0 გაანადგურა, მეექვსე გოლი კი 64-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ფოდენმა გაიტანა.

"ფოდენი 18 წლისაა და მიმდინარე სეზონში დროს ნამდვილად ვაძლევ. ხალხი შეიძლება ფიქრობს, რომ უნდა გავანათხოვროთ, მაგრამ სანამ მე აქ ვიქნები ფოდენის ადგილი ჩემ გუნდში ყოველთვის იქნება. მიხარია, რომ დღეს ევროთასზე პირველი გოლი გაიტანა."

"როდესაც შანსი მეძლევა, ვცდილობ გავერთო ჩემი თამაშით. როდესაც მოედანს მიღმა ვარ, ყოველთვის ვცდილობ, რომ დავაკვირდე და რამე ახალი ვისწავლო. ხანდახან ვცდილობ, რომ რჩევა სხვას მივცე, ხშირად აქეთაც ვიღებ და ეს პროცესი მსიამოვნებს."

ფილ ფოდენი მანჩესტერ სიტის აღზრდილია, 17-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი ლურჯი ფორმით მინდორზე პირველად შარშან გამოჩნდა, მაგრამ წელს მას გვარდიოლა მეტ სათამაშო დროს აძლევს. ფოდენს 2015 წლიდან დღემდე, ინგლისის ახალგაზრდულ და ასაკობრივ ნაკრებ გუნდებში ჯამში 40 მატჩი აქვს ჩატარებული.

გუშინდელი მატჩის გოლები ⚽

კომენტარები

ბოლო ამბები