Thumbnail

ბექა ღვინიაშვილი ბრუნდება! ნაკრების შემადგენლობა რუსეთის გრანდ სლემზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოს ნაკრები რუსეთში 13 ძიუდოისტით მიემგზავრება
  • ბექა ღვინიაშვილი 2019 წელს პირველ ოფიციალურ ტურნირში ჩაერთვება

15-17 მარტს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები რუსეთში, ეკატერინბურგის გრანდ სლემზე იასპარეზებს. ნაკრები ტურნირზე 13 ძიუდოისტით წარსდგება. აღსანიშნავია ბექა ღვინიაშვილის დაბრუნება, რომელიც 2019 წელს ტატამზე პირველად გავა.

ეროვნულ ნაკრებს რამდენიმე წევრი ახალგაზრდული ნაკრებიდან დაემატა. თემურ ნოზაძე 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში იჭიდავებს. ამ ძიუდოისტმა 2019 წელს პარიზში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. რუსეთიდან პირდაპირ რეპორტაჟს SILK UNIVERSAL შემოთავაზებთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

-60კგ - ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე
-66კგ - ბაგრატ ნინიაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი
-73კგ - ლაშა შავდათუაშვილი, ვალერი იაშვილი
-81კგ - ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე
-90კგ - ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი
-100 კგ - ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი
+100 კგ - გელა ზაალიშვილი

კომენტარები

ბოლო ამბები