Thumbnail

'ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია' - გეგეშიძე თავს დამნაშავედ არ ცნობს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • სასამართლოში ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის წინასასამართლო სხდომა შედგა
  • გეგა გეგეშიძის თქმით, დათუნაშვილს ჯერ კიდევ ერთი წლის წინ სურდა ყაზახეთში წასვლა

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. გეგეშიძე საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების კაპიტანს, ზურაბ დათუნაშვილს უპირისპირდება და აცხადებს, რომ სპორტსმენს ჯერ კიდევ ერთი წლის წინ სურდა ქვეყნის დატოვება და ყაზახეთის სახელით ჭიდაობა. მისი თქმით, 11 იანვრის ინციდენტი წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო.

“დასაკარგი სპორტსმენები არ გვყავს და ჩვენ ვეუბნებით დათუნაშვილს, რომ მოვიდეს და ივარჯიშოს. ბოდიშიც მოვიხადე და მეტი რა უნდა გავაკეთო. მით უმეტეს, მარტო მე არ მაქვს ბოდიში მოსახდელი, რადგან მაგინეს და ტუჩი გამიხეთქეს. დათუნაშვილს შარშან უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ყაზახეთის სახელით უნდა გამოსულიყო და ამ მიმართულებით, მოლაპარაკებებსაც აწარმოებდა. თუმცა, ეს მარტივი პროცესი არაა. ქვეყანა ფულს ხარჯავს, რომ სპორტსმენები მოამზადოს და მათ ევროპის თუ მსოფლიოს ჩემპიონატებზე წარმატებით იასპარეზონ. ეს ფული იმისთვის არ იხარჯება, რომ შემდეგ სხვა ქვეყნის სახელით გამოვიდნენ და აქეთ მოგვიგონ”. - განაცხადა გეგა გეგეშიძემ.

რაც შეეხება სასამართლო პროცესს, გეგეშიძე თავს დამნაშავედ არ ცნობს. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს. საქალაქო სასამართლომ გეგეშიძე 5000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.

📋 მეტი ამ თემაზე

კომენტარები

ბოლო ამბები