Thumbnail
  • ვატო არველაძე პოლონურ კორონაში წარმატებით ასპარეზობს
  • 21 წლის ფორვარდმა ბოლო შეხვედრაში დუბლი შეასრულა

23 მარტს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები პირველ მატჩს გამართავს 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში და თბილისში შვეიცარიას უმასპინძლებს, სამი დღის შემდეგ კი სტუმრად ირლანდიას დაუპირისპირდება.

ვლადიმირ ვაისმა იმ ფეხბურთელების გვარები დაასახელა, რომლებსაც ამ ორ მატჩში დაეყრდნობა. გუნდში ერთი დებიუტანტია: ვატო არველაძე, რომელიც პოლონურ კორონაში წარმატებით ასპარეზობს. კორონას ბოლო შეხვედრაში ვატომ დუბლი შეასრულა და ეროვნულ ნაკრებში გამოძახებაც დაიმსახურა.

აღნიშნულ ფაქტს ვატო არველაძის ბიძა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. შოთა ამაყია ვატოს წარმატებით და აღნიშნავს, რომ ისტორია გრძელდება!

ვატოს მამას, რევაზ არველაძეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1992-2000 წლებში 11 მატჩი აქვს ჩატარებული. 

კომენტარები

ბოლო ამბები