Thumbnail

დიდი ჩხუბი NBA-ში - იბაკა კრისს არ ინდობდა! მათ დიდხანს აშველებდნენ

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კლივლენდისა და ტორონტოს მატჩში კალათბურთელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
  • მესამე პერიოდში სერჟ იბაკამ და მარკის კრისმა იჩხუბეს

NBA-ში კალათბურთელები ერთმანეთს ხშირად უპირისპირდებიან, მაგრამ ასეთი ჩხუბი იშვიათია! 

კლივლენდისა და ტორონტოს მატჩში, რომელიც მასპინძლებმა 126:101 მოიგეს, რეპტორსის ცენტრი სერჟ იბაკა კავალიერსის მძიმე ფორვარდ მარკის კრისს ეჩხუბა! ინციდენტი მესამე პერიოდის მიწურულს მოხდა. იბაკა კრისს ერთ-ერთი ორთაბრძოლის შემდეგ დაუპირისპირდა - ისინი თანაგუნდელებმა, მწვრთნელებმა და მსაჯებმა ერთობლივი ძალებით გააშველეს. მოგვიანებით, მსაჯებმა პარკეტიდან კონფლიქტის ორივე მონაწილე გააძევეს.

საბოლოოდ, თამაში კავალიერსმა მოიგო. კრისმა 14 წუთი ითამაშა და მხოლოდ 3 მოხსნა დააგროვა, იბაკამ კი - 17 წუთში 8 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. ტორონტო აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზეა (48 მოგება, 20 მარცხი), კლივლენდი კი - ბოლოსწინა, მე-14 პოზიციაზე იმყოფება (17-50).

გამოკითხვა

ვინ გახდება ჩემპიონი?

  • გოლდენ სტეიტი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ჰიუსტონი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • ლეიკერსი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები