Thumbnail

MLS-ის მატჩები სილქ სპორტზე - პირველი ყაზაიშვილისა და კაშიას თამაში იქნება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • 'სილქ სპორტი' MLS-ის მატჩების ჩვენებას იწყებს
  • მაყურებლებს კვირაში ორი შეხვედრის ხილვა შეეძლებათ

ამერიკის საფეხბურთო ლიგის, MLS-ის მატჩები ამიერიდან 'სილქ სპორტის' არხებზე გავა. კომპანიის გუნდმა კონტრაქტის გაფორმება უმოკლეს დროში მოახერხა და ქართველ გულშემატკივარს კიდევ ერთი კარგი საჩუქარი გაუკეთა. MLS-ის კლუბ სან ხოსეში საქართველოს ნაკრების ორი ფეხბურთელი, გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი თამაშობს.

'სილქ სპორტის' არხებზე MLS-ის სეზონი სწორედ ქართველების მატჩი გაიხსნება - სან ხოსე ნიუ იორკ რედ ბულსს ესტუმრება. მატჩი 16 მარტს, თბილისის დროით 23 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

ლევან ჩხაიძე (სილქნეტის მაუწყებლობის დეპარტამენტი): "კიდევ ერთი საჩუქარი სილქ სპორტის ერთგულ მაყურებლებს - MLS ექსკლუზიურად ჩვენს სპორტულ არხებზე გავა. ამერიკული საფეხბურთო ბაზარი ყოველწლიურად იზრდება და ვითარდება, რის გამოც გადავწყვიტეთ, რომ ერთგული მაყურებლებისთვის ამ ქვეყნის შიდა პირველობაც გვეჩვენებინა.

ამ გადაწყვეტილებას ის ფაქტიც ამყარებს, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრების ორი გამორჩეული მოთამაშე სწორედ MLS-ში გამოდის. უამრავი ვეტერანი ვარსკვლავი, ქართველი ლეგიონერები და ის შოუ, რასაც ამერიკელები გვთავაზობენ, ჩვენს ეთერში გავა. თითო ტურიდან ორ გამორჩეულ შეხვედრას შემოგთავაზებთ. შეხვედრები შიდა სპორტულ არხებზე და უნივერსალზეც გავა.'

კომენტარები

ბოლო ამბები