Thumbnail

ექვს ერში პლეი ოფის დროა! ინგლისის ნაკრების მწვრთნელს 6 საუკეთესო გუნდი სურს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • იტალიასთან გამარჯვების შემდეგ, ედი ჯონსმა ექვს ერში ცვლილებებზე ისაუბრა
  • ინგლისმა იტალია 6 ერის მე-4 ტურში გაანადგურა

6 ერის მე-4 ტურში ინგლისმა იტალიას 43 ქულით, 57:14 მოუგო და ბონუს ქულა მოიპოვა. შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ, ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯონსმა 6 ერში განსახორციელებელ ცვლილებებზე ისაუბრა.

იტალიამ 6 ერში ზედიზედ 21-ე შეხვედრა წააგო, რის შემდეგაც ედი ჯონსმა განაცხადა, რომ 6 ერში პლეი ოფის დანერგვა აუცილებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ 6 ერის ბოლოადგილოსანმა რაგბი ევროპის ჩემპიონთან საპლეიოფო მატჩი უნდა ითამაშოს.

ედი ჯონსი: "6 ერი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ტურნირია, ამიტომ ყოველთვის უნდა ეცადო იმ გზის პოვნას, რომლითაც ამ ტურნირში 6 საუკეთესო ნაკრები იქნება. შესაძლოა, ეს გავარდნის სისტემასაც გულისხმობდეს და თუ გავარდნის სისტემა იქნება, მაშინ ეს საკითხი განსაკუთრებული ყურადღებით უნდა განიხილონ."

კომენტარები

ბოლო ამბები