Thumbnail

ბორჯღალოსნების საჩუქარი პატარა ქომაგს - ვიდეოს მილტონ ჰეიგი აქვეყნებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • 'ბორჯღალოსნებმა' პატარა ქომაგს ნაკრების მაისური აჩუქეს
  • ვიდეო სოციალურ ქსელში ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გაავრცელა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მე-4 გამარჯვება იზეიმა და ჩემპიონის ტიტული ერთი ტურით ადრე გაინაღდა. 'ბორჯღალოსნებმა' ქუთაისში, 'აია არენაზე' გერმანიას 8 ლელო დაუდეს და მეტოქეს 49 ქულით, 52:3 მოუგეს.

მატჩის დასრულების შემდეგ, 'ბორჯღალოსნებმა' საქართველოს ნაკრების პატარა ქომაგს, საბას ეროვნული ნაკრების მაისური აჩუქეს. საბას საჩუქარი გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ გადასცა. ვიდეო სოციალურ ქსელში ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა გაავრცელა.

მილტონ ჰეიგი: "პატარა საბა 'ბორჯღალოსნების' ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქომაგია. მატჩის დასრულების შემდეგ, გასახდელში მან საჩუქრად ეროვნული ნაკრების ფორმა მიიღო. ასევე მთავარი მწვრთნელის ქუდითაც დასაჩუქრდა. წარმატებები საბა და ასე მონდომებით გააგრძელე ვარჯიში. სიმღერაც ცუდი არ გამოგივიდა."

კომენტარები

ბოლო ამბები