Thumbnail

ზიდანი რეალიდან სერხიო რამოსის გამო წავიდა? ესპანური მედია ახალ დეტალებზე

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კაპიტანს რეალში ზედმეტად დიდი ძალაუფლება აქვს
  • ის ხშირად აწყობს გუნდურ თათბირებს მწვრთნელის გარეშე

შარშან, ზინედინ ზიდანის რეალიდან წასვლა ძალიან მოულოდნელი ამბავი იყო. ფრანგის პოსტიდან გადადგომის მიზეზებზე ბევრი ითქვა და დაიწერა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა ზედიზედ მესამედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, 46 წლის ზიზუმ “სამეფო კლუბი” თავისი სურვილით დატოვა.

ესპანური რადიო Cadena Ser ზიდანის რეალიდან წასვლის ახალ მიზეზს ახმაურებს - ხსენებული რადიოს ინფორმაციით, ზიზუ მადრიდული გრანდიდან სერხიო რამოსის გამო წავიდა! როგორც ირკვევა, ზიდანს ფეხბურთელებთან პრობლემები ჰქონდა, რაშიც ცენტრალური ფიგურა სწორედ რეალის კაპიტანი გახლდათ.

აქვს თუ არა სერხიო რამოსს რეალში ზედმეტად დიდი ძალაუფლება?

მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი მადრიდულ გრანდში 2005 წლიდან თამაშობს და ჩემპიონთა ლიგა ოთხჯერ მოიგო. რამოსს სხვა ფეხბურთელების და მწვრთნელის წინაშე საკუთარი ძალაუფლების დემონსტრირება უყვარს. მაგალითად, ის ყოველთვის ეუბნება თანაგუნდელებს, რა უნდა თქვან პრესასთან. სერხიო ხშირად აწყობს გუნდის თათბირებს მწვრთნელის გარეშე და როგორც ირკვევა, ასე ზიდანის დროსაც იქცეოდა, რაც ფრანგს არ მოსწონდა. 

სწორედ ერთ-ერთ ასეთ თათბირზე გადაწყდა, რომ გუნდს არ უნდოდა კიევში (ჩემპიონთა ლიგის ფინალზე) ორი დღით ადრე ჩასვლა. ზიდანს კი სწორედ ასე ჰქონდა დაგეგმილი და ძალიან გაბრაზდა. მართალია, ზიზუმ თავისი გაიტანა, მაგრამ როგორც ჩანს, სწორედ მაშინ გადაწყვიტა საბოლოოდ, რომ რეალში მუშაობის გაგრძელება აღარ სურდა.

📋 მეტი ამ თემაზე

კომენტარები

ბოლო ამბები