Thumbnail

ფუტსალის ლიგა | ქუთაისში ფავორიტმა იმარჯვა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ფუტსალის ლიგის მე-12 ტურის ბოლო შეხვედრაში მართვემ თელასს უმასპინძლა
  • გაიმართა ფუტსალის ლიგა 2-ის მე-8 ტურის ბოლო მატჩიც

საქართველოს  ფუტსალის ლიგის მე-12 ტურის ბოლო შეხვედრა ქუთაისში გაიმართა, სადაც მართვემ თელასს უმასპინძლა. შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით, 8:0 დასრულდა. პოკერით ამირან ცხომარია გამოირჩა, რომელიც ბომბარდირთა  დავას 21 გოლით ლიდერობს.

დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა შეხვედრა მოქმედ ჩემპიონ TMC  თბილისსა და  ბსუ-ს  შორის. მატჩის პირველი ნახევარი მედიკოსების  უპირატესობით  მიმდინარეობდა, თუმცა  მეორე  ტაიმში, ბსუ-მ ჯერ ანგარიშის შემცირება,  შემდეგ კი გათანაბრება  შეძლო. შეხვედრის  დასრულებამდე   ორი წუთით ადრე, TMC თბილისის ფეხბურთელმა გიორგი სილაგავამ  გადამწყვეტი, გამარჯვების  მომტანი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში, 3:2 დაფიქსირდა. 

რეგურალური სეზონის  დასრულებამდე  ორი ტურით ადრე, მთავარ ინტრიგად კვლავ პლეი-ოფში გამსვლელი მეოთხე  გუნდის ვინაობა  რჩება. ამ მიზნისთვის ბრძოლაში,  მართვე,  ბსუ  და  თბილისი თანაბარ შანსებს ინარჩუნებენ.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის მერვე ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა. გათამაშების ლიდერი თსუ 2 პსპ-ს დაუპირისპირდა. მათი პირველი დაპირისპირება ფრედ 0:0 დასრულდა. როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში დაძაბული გამოდგა. ფარმაცევტების ფეხბურთელმა ირაკლი ბურჭულაძემ მეექვსე წუთზე გახსნა ანგარიში. გაშვებულ გოლს გიორგი ღავთაძემ უპასუხა და წონასწორობა აღადგინა, თუმცა დარჩენილ დროში პსპ-მ კიდევ სამი გოლის გაიტანა და 4:1 მოიგო.

პსპ 4:1 თსუ

 

კომენტარები

ბოლო ამბები