Thumbnail

‘იფიქრეთ პოზიტიურად! ყველაფერი შესაძლებელია' - რონალდომ იუვეს ფანებს მიმართა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კრიშტიანო რონალდო იუვენტუსის ტიფოზებს გამარჯვებას პირდება
  • პორტუგალიელმა ატლეტიკოსთან საპასუხო შეხვედრაზე ისაუბრა

მიუხედავად იმისა, რომ მადრიდში 0:2 წააგეს, კრიშტიანო რონალდოს სჯერა, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩში იუვენტუსი ატლეტიკოსთან სასურველი ანგარიშით მოიგებს და მეოთხედფინალში გავა. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი იუვეს ქომაგებს სამშაბათს განსაკუთრებულ საღამოს ჰპირდება.

“გუნდი თავდაჯერებულია, ყველას გვჯერა, რომ დიდ მატჩს ჩავატარებთ. მზად ვართ იმისთვის, რომ ეს განსაკუთრებული საღამო გამოვიდეს,” - განუცხადა CR7-მა Juventus TV-ს.

პორტუგალიელი აღიარებს, რომ მადრიდში 0:2-ს არ ელოდა: “ასეთ მარცხს ჩვენთან არავინ ელოდა, მაგრამ ფეხბურთი ასეთია. საპასუხო მატჩში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და გვინდა, რომ ჩვენს ფანებს კარგი პასუხი გავცეთ. მინდა, გულშემატკივრებს მივმართო: იფიქრეთ პოზიტიურად, ერთად დავიჯეროთ, რომ ყველაფერი შეგვიძლია. მაგრამ ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. ჩვენ ჩვენს საქმეს მოედანზე გავაკეთებთ, შევეცდებით გოლების გატანას და თქვენს მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს,” - მიმართა 34 წლის რონალდომ იუვეს ტიფოზებს.

კომენტარები

ბოლო ამბები