Thumbnail
  • დეტროიტმა ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგო
  • ზაზა ფაჩულიამ ისევ ვერ ითამაშა

ზაზა ფაჩულიას გუნდი თამაშს თამაშზე იგებს და NBA-ს პლეი ოფისკენ მიიწევს! დეტროიტს ბოლო 14 მატჩიდან 12 მოგებული აქვს, ახლა კი ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იზეიმა. პისტონსმა ჩიკაგოს ორ დღეში მეორედ მოუგო - ამჯერად 131:108.

35 წლის ქართველ ცენტრს, სამწუხაროდ, ისევ არ უთამაშია - როგორც იცით, ზაზა დაშავებულია. ფაჩულიამ ტრავმის გამო ზედიზედ მესამე მატჩი გამოტოვა - ბოლოს მან ტორონტოსთან შეხვედრაში იასპარეზა, რომელიც დეტროიტმა ოვერტაიმში 112:107 მოიგო. აღსანიშნავია, რომ ქართველი ცენტრი განაცხადში იყო, მაგრამ მწვრთნელმა მისი თამაშში ჩართვა არ გარისკა.

ჩიკაგოსთან მეორე გამარჯვების მთავარი შემოქმედი ბლეიკ გრიფინი გახლდათ, რომელმაც 28 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. რეჯი ჯექსონისა და ლენგსტონ გალოვეის ანგარიშზე 21-21 ქულაა, ანდრე დრამონდი მორიგი ორმაგი დუბლით გამოირჩა - მან 16 ქულა და 15 მოხსნა დააგროვა. დეტროიტელებმა განსაკუთრებით კარგად მესამე პერიოდი ჩაატარეს, რომელიც 42:25 მოიგეს.

65 მატჩის შემდეგ პისტონსს 34 მოგება და 31 მარცხი აქვს. ფაჩულიას გუნდი ამ შედეგით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. დეტროიტს მომდევნო მატჩი 12 მარტს ელოდება - ეს იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი დუელი ბრუკლინთან - გუნდთან, რომელიც პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლაში დეტროიტის ერთ-ერთი უმთავრესი კონკურენტია.

კომენტარები

ბოლო ამბები