Thumbnail

'კარგია, რომ მოვიგეთ, მაგრამ...' - რა თქვა მატჩის შემდეგ მილტონ ჰეიგმა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მილტონ ჰეიგმა და მერაბ შარიქაძემ გერმანიასთან მატჩი შეაფასეს
  • გერმანელთა მწვრთნელი მორაგბეებით კმაყოფილი დარჩა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა გერმანიას 49 ქულით, 52:3 მოუგო და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ტიტული მეთორმეტედ მოიპოვა. მერაბ შარიქაძემ და მილტონ ჰეიგმა ''აია არენას'' საპრესკონფერენციო დარბაზში შეხვედრა შეაფასეს და მომავალი მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომელიც 17 მარტს რუსეთის წინააღმდეგ, კრასნოდარში გაიმართება.

მილტონ ჰეიგი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): 'გუშინ რუსეთი დამარცხდა და ჩვენ ერთი ტურით ადრე ჩემპიონობის მოპოვების შანსი მოგვეცა. ამაზე თამაშამდე არ ვფიქრობდით, მაგრამ საბოლოოდ ეს შედეგი მივიღეთ. რა თქმა უნდა, კარგია, რომ თამაში მოვიგეთ. მომენტებში კარგი თამაშიც ვაჩვენეთ, მაგრამ სტატისტიკას რომ გადავხედოთ, ბურთის ფლობა 50% გვქონდა.'

მერაბ შარიქაძე (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): 'ჩემპიონები გავხდით, მაგრამ სიმართლე ვთქვათ, რომ ეს ბევრს არაფერს ცვლის. წინ რუსეთია და რუსეთთან გამარჯვება ჩვენთვის ყველაფერს ნიშნავს.'

მაიკლ ფორდი (გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): 'ჩვენი შესაძლობლების მაქსიმუმი გავაკეთეთ, რაღაც მომენტებში კარგადაც ვითამაშეთ. მადლიერი ვარ ჩემი მორაგბეების. ასეთ მომენტებში ძალიან რთულია წინააღმდეგობის გაწევა. სამწუხაროდ, ნაკრებს თამაშამდე 15 საათით ადრე მგზავრობა მოუწია და ამანაც ძალიან დიდი დაღი დაასვა ჩვენს თამაშს.'

კომენტარები

ბოლო ამბები