Thumbnail

სნოუბორდ კროსი | გუდაურში ვაჟთა შორის სარეიტინგო შეჯიბრი გაიმართა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • შეჯიბრში 8 ქვეყნის 22-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა
  • მათ შორის იყო ორი ქართველი: ბაქარ მუშკუდიანი და ვალერი ზაქაიძე

გუდაურში მიმდინარე სნოუბორდ კროსის ევროპის თასის ეტაპზე ვაჟთა შორის სარეიტინგო შეჯიბრი გაიმართა, რომელშიც 8 ქვეყნის 22-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის იყო ორი ქართველი: ბაქარ მუშკუდიანი და ვალერი ზაქაიძე. სამწუხაროდ, ვერც ერთმა ქართველმა სნოუბორდისტმა ვერ გადალახა საკვალიფიკაციო ეტაპი.

შეჯიბრის გამარჯვებული ესპანელი სნოუბორდისტი მარკ როური გახდა. მეორე ადგილზე რუმინელი გეზა კინდა გავიდა, ხოლო მესამე პოზიციაზე უკრაინელი რომან ალექსანდროვსკი.

შეჯიბრი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ჩატარდა. შეგახსენებთ, რომ 2023 წელს გუდაურსა და ბაკურიანში სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები