Thumbnail

იმედის ფსონი | 10 მარტის ბილეთები - რატომ უნდა მოუგოს არსენალმა იუნაიტედს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ლევან სალუქვაძის საავტორო, ინტერაქტიულ-საქველმოქმედო გადაცემა "იმედის ფსონის" 10 მარტის  გამოშვებაში, ტრადიციულად, 3 ბილეთი შეიქმნა.

დღეს, გადაცემის ავტორმა და წამყვანმა 4-მატჩიანი ბილეთი შეადგინა. ლევან სალუქვაძის ბილეთის ჯამური კოეფიციენტი ევროპაბეთის მიხედვით 14.6 გახლავთ. ყველაზე მაღალი კოეფიციენტი - 2.52 კი არსენალისა და მანჩესტერ იუნაიტედის მატჩში ლონდონელების გამარჯვებას აქვს.

ლევან სალუქვაძე (გადაცემის ავტორი და წამყვანი)

“მაგდებურგი მეორე წრეს ძალიან კარგად ატარებს, ზანდჰაუზენი კი ცუდი გუნდია. ვფიქრობ, რომ თუკი მაგდებურგმა შინ ვინმეს უნდა მოუგოს, პირველ რიგში ზანდჰაუზენს. გიორგი ლორიას გუნდი გადარჩენისთვის იბრძვის.

პარიზში გმირობის შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედი ფიზიკურად, მორალურად და ემოციურად გადამწვარი და გამოფიტულია. ვფიქრობ, არსენალი ამით ისარგებლებს და მოუგებს იუნაიტედს.

ლივერპული დიდი გუნდია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მნიშვნელოვანი მატჩების წინ ასეთი გუნდებიც ზოგავენ ხოლმე თავს. მგონია, რომ დიდი ანგარიშით ვერ მოუგებს ბარნლის.

რაც შეეხება ტულუზასა და გინგამის მატჩს - ტულუზა დიდი არაფერი გუნდია, ჩემი აზრით, გინგამი ჯობია კიდეც. მით უმეტეს, რომ ბოლო დროს გინგამი კარგად ათამაშდა."

გადაცემის სტუმარი სპორტული ჟურნალისტი გიგა გვენცაძე გახლდათ. მისი ბილეთი 5 პოზიციისგან შედგება, კოეფიციენტი კი ევროპაბეთის მიხედვით 9,2 გახლავთ.

მაყურებლის ბილეთის კოეფიციენტია 13,1. ამ ბილეთიდან აღსანიშნავია ზაგრების დინამოს X2 რიეკასთან (1,85) და 2,5-ზე მეტი გოლი თბილისის და ბათუმის დინამოების მატჩში (1,65).

კომენტარები

ბოლო ამბები