Thumbnail

PREVIEW | ეიფორიაში მყოფ იუნაიტედს დღეს არსენალი უმასპინძლებს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 📅 10 მარტი | ⌚ 20:30 | ⚽ არსენალი V მანჩესტერ იუნაიტედი
  • ბრძოლა ოთხეულისთვის - ემერი გასვლებზე შეუჩერებელ იუნაიტედს მასპინძლობს...

პრემიერლიგის ოცდამეათე ტურის მატჩში, ოლე გუნარ სულშერის მანჩესტერ იუნაიტედი არსენალს ემირატებზე დაუპირისპირდება. მანკუნიანელებს წელს გასვლაზე ტოტენჰემი და ჩელსი ჰყავთ დამარცხებული, ასევე გასულ კვირას პარიზში გმირულად მოგებული მატჩიც მათ ანგარიშზეა.

ეს მატჩი ოთხეულისთვის ბრძოლაში შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს, იუნაიტედი, რომელიც 58 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება არსენალს მხოლოდ 1 ქულით უსწრებს "ჩვენ გვინდა მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე მოვხვდეთ, ამისთვის ეს მატჩი უნდა მოვიგოთ." - ამბობს უნაი ემერი.

გასულ კვირას იუნაიტედმა პარიზში პარი სენ ჟერმენი დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ეპოქალური გამარჯვება მოიპოვა - სულშერის გუნდმა პლეი-ოფში სახლში 2 ბურთით წაგებული რაუნდის შემოტრიალება შეძლო, რაც ტურნირის ისტორიაში პირველად მოხდა.

"არსენალმა ბოლო შეხვედრა, ჩვენი მატჩიდან 24 საათის შემდეგ ჩაატარა და ბუნებრივია დღეს მათ უფრო გაუჭირდებათ..." - ამბობს სულშერი და იუნაიტედის ეიფორიით ისედაც დაძაბულ უნაი ემერის კიდევ უფრო მეტ საფიქრალს უჩენს.

საინტერესო ფაქტები

⚽ არსენალს წელს სახლის 5 მატჩიდან, ხუთივე მოგებული აქვს, მათ შორის ბოლო 4-დან, 3-ში ლონდონელებმა გოლი პირველ 15 წუთში გაიტანეს.

⚽ პრემიერლიგაში მოგებული ბოლო 4 მატჩიდან, არსენალმა ოთხივეში პირველი ტაიმიც მოიგო...

⚽ მანჩესტერ იუნაიტედის გასვლაზე ზედიზედ 9 მატჩი აქვს მოგებული...

⚽ აქედან ბოლო 4 მატჩი იუნაიტედმა 1 და მეტი ბურთით მოიგო...

⚽ რომელუ ლუკაკუს არსენალთან გასვლაზე ბოლო 2 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი.

⚽ ამ გუნდების ბოლო 7 დაპირისპირებიდან, 6-ში ორივე გუნდმა შეძლო გოლის გატანა...

⚽ იუნაიტედის გასვლაზე გატანილი ბოლო 11 გოლიდან, 7 პირველ ტაიმში გავიდა...

კომენტარები

ბოლო ამბები