Thumbnail

მარცხი ინდიან ველსის მასტერსზე - ბასილაშვილმა ინდოელთან წააგო

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ნიკოლოზ ბასილაშვილმა ასპარეზობა პირველივე მატჩის შემდეგ დაასრულა
  • ქართველი ჩოგბურთელი პრაჯნეშ გუნერსვარანთან დამარცხდა

ნიკოლოზ ბასილაშვილისგან ამ ტურნირზე გაცილებით მეტს ველოდით!

საქართველოს პირველმა და მსოფლიოს მე-18 ჩოგანმა ინდიან ველსის მასტერსზე პირველივე მატჩი წააგო - ბასილაშვილი 1/32 ფინალში ინდოელ პრაჯნეშ გუნერსვარანთან, რომელიც რეიტინგში 97-ე ადგილზეა, სამ სეტში, 4:6, 7:6 (8:6), 6:7 (4:7) დამარცხდა.

პრაჯნეშ გუნერსვარანი მსოფლიოს 97-ე ჩოგანია

პირველ სეტში ანგარიში 2:2 იყო, როცა გუნერსვარანმა ქართველის მოწოდება მოიგო და მერე უპირატესობა აღარ დათმო. მეორე სეტში მეტოქეებმა თითო ბრეიკი გაცვალეს და საქმე ტრაიბრეიკამდე მივიდა, რომელიც ბასილაშვილმა 8:6 მოიგო. ბრეიკების მხრივ მესამე სეტშიც იგივე განმეორდა, ოღონდ ტაიბრეიკი ამჯერად ინდოელი ჩოგბურთელის სასარგებლოდ დასრულდა - 7:4.

გამარჯვების შემთხვევაში ქართველი ჩოგბურთელი 47 170 დოლარს და 45 სარეიტინგო ქულას მიიღებდა და 1/16 ფინალში მისი მეტოქე ვეტერანი ხორვატი ივო კარლოვიჩი იქნებოდა, რომელმაც თანამემამულე ბორნა ჩორიჩის დამარცხება შეძლო (6:4, 7:6).

კომენტარები

ბოლო ამბები