Thumbnail
  • კორონა 2:6 ვისლა
  • ვატო არველაძის დუბლი პირველ ტაიმში

პოლონეთის ექსტრაკლასას 25-ე ტურში ვატო არველაძის კორონამ ვისლას უმასპინძლა და 2:6 დამარცხდა. არადა, თავიდან ქართველი ლეგიონერის ბრწყინვალე თამაშის წყალობით, კორონა ორჯერ იგებდა. მე-14 წუთზე მან საჯარიმო დარტყმით გახსნა ანგარიში, ხოლო 28-ეზე თავურით გაიტანა და კორონა ახლა 2:1 დააწინაურა.

პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა, მეორეში კი მასპინძლებმა პირწმინდად წააგეს და ოთხი უპასუხო გოლი გაუშვეს. არველაძემ შეუცვლელად ითამაშა, მეორე ტაიმში მან ყვითელი ბარათი მიიღო. 

ამ გუნდების დაპირისპირებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ისინი უშუალო კონკურენტები არიან 8 საუკეთესო გუნდში მოხვედრისთვის. მე-8 ადგილზე ამჟამად სწორედ კორონაა 36 ქულით.

21 წლის ქართველი შემტევის ანგარიშზე 3 გოლია ექსტრაკლასაში, ერთიც - თასზე.

#VatoArveladze

ვატოს დუბლი პოლონეთის ჩემპიონატში ⚽💥

Posted by Arveladze Foundation - ფონდი არველაძე on შაბათი, 09 მარტი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები