Thumbnail

27 მატჩიანი წაუგებელი სერია დასრულდა - ლოკომოტივმა ტორპედოს მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტორპედო 0:2 ლოკომოტივი
  • 0:1 შონია (76), 0:2 კაკაბაძე (94)

ეროვნული ლიგის მე-3 ტურში ქუთაისის ტორპედომ თბილისის ლოკომოტივს უმასპინძლა და 27-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა. ლოკომოტივმა ტორპედოს 2:0 მოუგო. თბილისელებმა მეტოქეს პირველი გოლი 76-ე წუთზე გაუტანეს, თეიმურაზ შონიამ თავური დარტყმით შეძლო ანგარიშის გახსნა.

0:1 შონია 76'

ლოკომოტივმა მეორე გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანა, როდესაც ლუკა კიკაბიძე ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე საჯარიმოში შევიდა და ჭკვიანური დარტყმით როინ კვასხვაძეს მეორე გოლიც გაუტანა. აღსანიშნავია, რომ ბოლო მატჩი, რომელშიც ლოკომოტივმა ტორპედოს მოუგოს, თბილისელებმა სწორედ ლუკა კიკაბიძის გოლით მოიგეს.

ლოკომოტივმა 2:0 მოიგო და 6 ქულა დააგროვა. თბილისელები ტორპედოს გაუთანაბრდნენ და ამ დროისთვის მე-2 ადგილზე არიან.

0:2 კიკაბიძე 94'

კომენტარები

ბოლო ამბები