Thumbnail
  • 📅 10 მარტი | ⌚ 16:00 | 🏉 საქართველო V გერმანია | 📺 პირველი არხი
  • ბორჯღალოსნების მე-8 დაპირისპირება გერმანიის ნაკრებთან

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 10 მარტს, რაგბი ევროპაზე მეოთხე შეხვედრას გამართავს. "ბორჯღალოსნების" მეტოქე გერმანიის ნაკრები იქნება. მატჩი "აია არენაზე" გაიმართება და 16:00-საათზე დაიწყება. გულშემატკივარი მატჩის ტელეტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში იხილავს.

თამაშის წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს:

მილტონ ჰეიგის ნაკრები მე-4 მოგებისთვის ემზადება. 'ბორჯღალოსნებმა' 2019 წელს ესპანეთის, რუმინეთისა და ბელგიის დამარცხება უკვე მოახერხეს და 13 ქულით რაგბი ევროპას ლიდერობენ.

ბელგია 🇧🇪 6:46 🇬🇪 საქართველო რაგბი ევროპის მესამე ტური 🏉

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on შაბათი, 02 მარტი, 2019

აღსანიშნავია, რომ 'აია არენაზე' 6 ქუთაისელი ითამაშებს, 6-დან 5 კი თამაშს ძირითად შემადგენლობაში იწყებს: გიორგი ნემსაძე, ბექა გიგაშვილი, ოთარ გიორგაძე, მირიან მოდებაძე და თედო აბჟანდაძე. სათადარიგო სკამიდან მატჩში ვანო კარკაძე ჩაერთვება. ''ბორჯღალოსნებმა'' ''აია არენაზე'' კაპიტნის ვარჯიში გამართეს. მილტონ ჰეიგი ცდილობს, რომ მსოფლიოს თასისთვის სერიოზული რესურსი შეიქმნას და ამისთვის ბევრ მორაგბეს შანსს აძლევს. 

კაპიტნის ვარჯიში აია არენაზე

კაპიტნის ვარჯიში აია არენაზე

კაპიტნის ვარჯიში აია არენაზე

კაპიტნის ვარჯიში აია არენაზე

კაპიტნის ვარჯიში აია არენაზე

ჰეიგმა შერკინების ხაზში ოთხი ცვლილება განხორციელა: შალვა მამუკაშვილი სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მე-5 თამაშს დაიწყებს. ძირითად შემადგენლობაში იქნებიან ზურა ჟვანია და ბექა გიგაშვილი. ჟვანიამ ბოლო მატჩი სასატარტო შემადგენლობაში 2017 წელს ითამაშა, როდესაც საქართველომ ქუთაისში ბელგია გაანადგურა. 2018 წლის ზაფხულის შემდეგ, შალვა სუთიაშვილი ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშებს. სუთიაშვილი მეორე ხაზში გიორგი ნემსაძესთან ერთად იქნება.

მესამე ხაზში გიორგი ცუცქირიძე, ოთარ გიორგაძე და ბექა საღინაძე დადგებიან. გერმანიასთან მატჩი ლაშა მალაღურაძისთვის საიუბილეო იქნება, ის ნაკრებში 90-ე შეხვედრას ჩაატარებს.

ჰეიგმი 9 ნომერზე გელა აფრასიძეს ათამაშებს, რომელიც თედო აბჟანდაძესთან ერთად ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ''უმცროსი ბორჯღალოსნების'' წამყვანი მოთამაშე იყო.

სათადარიგო სკამზე რამდენიმე გამოცდილი მოთამაშეა, მაგრამ ამჯერად ყველაზე სასიხარულო ამბავი დავით კაჭარავას დაბრუნებაა, რომელიც ნაკრებში 113-ე შეხვედრას ჩაატარებს და ტრავმის შემდეგ ''ბორჯღალოსნებს'' დაუბრუნდება.

საინტერესო ფაქტები და სტატისტიკა

🏉 საქართველო და გერმანია ერთამანეთს მერვედ ხვდებიან. შვიდივე მატჩი 'ბორჯღალოსნებმა' მოიგეს.
🏉 ამ ნაკრებებს შორის გამართული ბოლო მატჩი საქართველომ 64:0 მოიგო.
🏉 ''ბორჯღალოსნებმა'' მეტოქე ყველაზე დიდი სხვაობით 2010 წელს დაამარცხეს, როდესაც მათ 74 ქულით მოუგეს - 77:3.
🏉 საქართველოს გერმანიასთან 55 ლელო აქვს გატანილი.
🏉 საქართველოს გერმანიასთან 7 მატჩში 366 ქულა აქვს გატანილი.
🏉 ბორჯღალოსნებს 5-მატჩიანი მოგებათა სერია აქვთ. მათ იტალიასთან მარცხის შემდეგ, თამაში არ წაუგიათ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

უკანა ხაზი: 15 ლაშა ხმალაძე, 14 მირიან მოდებაძე, 13 მერაბ შარიქაძე (კაპიტანი), 12 ლაშა მალაღურაძე, 11 სოსო მათიაშვილი, 10 თედო აბჟანდაძე, 9 გელა აფრასიძე

შერკინება: 1 ზურაბ ჟვანია, 2 შალვა მამუკაშვილი, 3 ბექა გიგაშვილი, 4 შალვა სუთიაშვილი, 5 გიორგი ნემსაძე, 6 ბექა საღინაძე, 7 გიორგი ცუცქირიძე, 8 ოთარ გიორგაძე.

სათადარიგოები: 16 ვანო კარკაძე, 17 გიორგი მელიქიძე, 18 ლევან ჩილაჩავა, 19 დავით გიგაური, 20 ნოდარ ჭეიშვილი, 21 ვასილ ლობჟანიძე, 22 დავით კაჭარავა, 23 სანდრო თოდუა

ბორჯღალოსნების შემადგენლობა გერმანიასთან

ექვსნი მშობლიურ ქალაქში - ბორჯღალოსნების რაზმი გერმანიის წინააღდეგ. გაიგე მეტი აქ 👉 goo.gl/YY8W5s 10 მარტს უქომაგე #ბიჭებს ქუთაისში გერმანიის წინააღმდეგ 🏉 ბილეთები იყიდება აია არენაზე და 👉 www.tkt.ge/rugby 🇬🇪 საქართველო v გერმანია 🇩🇪 აია არენა, 10 მარტი | 16:00 აია არენას სალარო მუშაობს ყოველ-დღე 11:00-დან 19:00-მდე

Posted by Georgian Rugby on პარასკევი, 08 მარტი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები