Thumbnail
  • ატლეტიკო 1:2 სევილია | მონტელა მხოლოდ თასზე იგებს.
  • ვალენსია 2:1 ალავესი | მარსელინოს გუნდმა თამაში შემოატრიალა.
  • ესპანიოლი 1:0 ბარსელონა | პირველი გამარჯვება 9-წლის შემდეგ.
  • დღეს კიდევ ერთი მეოთხედფინალია: ლეგანესი V რეალი.

ატლეტიკო 1:2 სევილია

ესპანეთში კოპა დელ რეის მეოთხედფინალური ეტაპის სამი მატჩი გაიმართა. "ვანდა მეტროპოლიტანოზე" მადრიდის ატლეტიკომ სევილიას უმასპინძლა. მიმდინარე სეზონში, ლა ლიგის ეგიდით მეექვსე ტურში გამართული მატჩი, ატლეტიკომ სევილიას ამავე არენაზე კარასკოსა და გრიზმანის გოლებით მოუგო.

რაც შეეხება კოპა დელ რეის მატჩს, პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, სიმეონემ მოედანზე ანხელ კორეა და კარასკო გამოიყვანა. ატლეტიკო კიდევ უფრო გააქტიურდა და დიეგო კოშტამ 73-ე წუთზე ანგარიში გახსნა. გოლიდან ორ წუთში, მონტელამ მოედანზე ხესუს ნავასი შეუშვა, რომლის ჩაწოდების შემდეგაც ანხელ მოიამ, რომელიც იან ობლაკის ნაცვლად თამაშობდა, ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. კარლოს კორეამ 88-ე წუთზე ატლეტიკოს გოლი გაუტანა და სევილიამ სტუმრად 2:1 გაიმარჯვა.

ვიჩენცო მონტელას შედეგი: 3 მოგება კოპაზე, 2 მარცხი ლა ლიგაში

ვალენსია 2:1 ალავესი

ვალენსიამ მესტალიაზე მოიგო. "ღამურებმა" ალავესს უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 მოუგეს. ატლეტიკო-სევილიას მატჩის მსგავსად, პირველი ტაიმი აქაც უგოლოდ დასრულდა. რუბენ სობრინომ 66-ე წუთზე ულამაზესი გოლი გაუტანა ვალენსიას და ანგარიში გახსნა.

ერთ წუთში ადრიან დიგესმა ყვითელი ბარათი მიიღო, 73-ე წუთზე გონსალო გედეშის დარტყმის შემდეგ, ანტონიო სივერამ შეცდომა დაუშვა და ანგარიში გათანაბრდა. 4-წუთში გედეშის წაქცევისთვის, ადრიან დიგესმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.

82-ე წუთზე როდრიგომ კიდევ ერთი გოლი გაუტანა ალავესს და მარსელინოს შეგირდებმა მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩი მოიგეს.

ესპანიოლი 1:0 ბარსელონა

უგოლოდ დასრულდა პირველი ტაიმი კატალონიურ დერბიშიც. ესპანიოლმა ბარსელონას უმასპინძლა და საკუთარ მოედანზე არაფერი დაუთმო. 61-ე წუთზე ბარსელონას დაწინაურების შანსი ჰქონდა, ლიონელ მესიმ თერთმეტმეტრინიდან ვერ გაიტანა.

კიკე სანჩეს ფლორესმა 75-ე წუთზე ხავი ფუეგოს ნაცვლად მოედანზე 20 წლის ოსკარ მელენდო შეიყვანა. სწორედ იგი გახდა 88-ე წუთზე ბარსას კარში გამარჯვების მომტანი გოლის ავტორი.

მიმდინარე სეზონში ვალვერდეს გუნდმა თამაში პირველად წააგო.

9-წლიანი პაუზის შემდეგ, ესპანიოლმა ბარსელონა ოფიციალურ შეხვედრაში დაამარცხა. ბოლოს ეს 2009 წლის 21 თებერვალს, ლა ლიგაში მოხდა, ესპანიოლმა ივან დელა პენიას დუბლით კამპ ნოუზე 2:1 იმარჯვა.

კოპა დელ რეიზე მეოთხედფინალური ეტაპის ერთი მატჩი დარჩა გასამართი. დღეს ლეგანესი რეალ მადრიდს უმასპინძლებს. განმეორებითი შეხვედრები ერთ კვირაში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები