Thumbnail
  • ირაკლი შეყილაძე სპეციადან ლუკეზეში გადაბარგდა.
  • ტოსკანურ კლუბში ქართველი ფორვარდი იჯარით ითამაშებს.

ირაკლი შეყილაძე იტალიის სერია C-ის A ჯგუფის ლუკეზემ სერია B-ის სპეციადან სეზონის ბოლომდე იჯარით აიყვანა.

25 წლის ფეხბურთელი სპეციაში ირიცხებოდა, თუმცა ჩემპიონატის განაცხადში შეყვანილი არ იყო. 

შეყილაძემ რამდენიმე სეზონი ემპოლიში გაატარა, შემდეგ იყო ლატინა, სუდტიროლი და ტუტოკუოიო. 

ტოსკანური კლუბი ჩემპიონატში მე-13 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები