Thumbnail

ქალი ბარსელონას მთავარ მწვრთნელად? ერნესტო ვალვერდე არ გამორიცხავს

  • კატალონიური გუნდის თავკაცმა სარვამარტოდ ფეხბურთში ქალის როლზე ისაუბრა
  • 55 სპეციალისტი არ გამორიცხავს, რომ ერთ დღეს მისი ადგილი ქალმა დაიკავოს

ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ თანამედროვე ფეხბურთში ქალის როლზე აზრი გამოთქვა. სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ქალთა ფეხბურთში პროგრესი თვალსაჩინოა და გამორიცხული არაა, კატალონიურ გუნდში მისი ადგილი ერთ დღეს ქალმა დაიკავოს.

"ბოლო დროს ფეხბურთის სამყარო წინ დიდი ნაბიჯებით მიიწევს. მომავალში მასში სულ უფრო მეტი ქალი იქნება ჩართული და ამ პროცესს ვერაფერი შეაჩერებს.

ქალთა ფეხბურთის პროგრესი გრძელდება და უკვე არის წარმატების თვალსაჩინო მაგალითებიც. სულ უფრო მეტი ქალი ჩნდება მამაკაცთა ფეხბურთშიც, მომავალში კი კიდევ უფრო მეტი იქნება. ერთ დღეს ქალიც შეიძლება გახდეს ბარსელონას მთავარი მწვრთნელი", - უთხრა 55 წლის სპეციალისტმა ჟურნალისტებს.

ბარსელონას ესპანეთის ჩემპიონატში 60 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია. 9 მარტს კატალონიური გუნდი “კამპ ნოუზე” 27-ე ტურის მატჩში რაიო ვალეკანოს მიიღებს.

ერნესტო ვალვერდე ბარსელონას 2017 წლიდან წვრთნის. სპეციალისტმა თებერვალში კლუბთან კონტრაქტი 2019/20 წლის სეზონის ბოლომდე გაახანგრძლივა.

კომენტარები

ბოლო ამბები