Thumbnail

რატომ არ ითამაშა გოგა ბითაძემ ოლიმპიაკოსთან ევროლიგაზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ბუდუჩნოსტი 76:89 ოლიმპიაკოსი
  • გოგა ბითაძე MRI ტესტირებას გაივლის
მე-11 ნომერი დრაფტზე!

ევროლიგის 25-ე ტურში გოგა ბითაძის ბუდუჩნოსტმა ოლიმპიაკოსს უმასპინძლა და 76:89 დამარცხდა. ბუდუჩნოსტი ევროლიგაში ბოლოსწინა ადგილზე რჩება, რეგულარული სეზონის დასრულებამდე კი 5 ტურია დარჩენილი.

ამ შეხვედრაში არ უთამაშია ქართველ ცენტრს, როგორც მონტენეგროული გამოცემები წერენ, მატჩამდე ბოლო ვარჯიშზე ბითაძემ მუხლი დაიზიანა.

თითქოს, მისი ტრავმა არ ჩანს სერიოზული, რადგან გოგა მტკივან ფეხს ეყრდნობოდა და ისე გავიდა დარბაზიდან, თუმცა საბოლოო პასუხი მხოლოდ MRI ტესტირების შემდეგ გახდება ცნობილი. ორშაბათს ბუდუჩნოსტი ადრიატიკის ლიგის რეგულარული სეზონის ბოლო მატჩში გოგას ყოფილ გუნდ მეგა ბიმაქსს ხვდება.

შეგახსენებთ, რომ გოგამ წლეულს მეორედ მიიღო ტრავმა, პირველად ის ადრიატიკის ლიგის მატჩში დაშავდა პარტიზანის წინააღმდეგ და კალათბურთს მარტის დასაწყისში დაუბრუნდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები