Thumbnail

ახდენილი ოცნება - 2K League-ში ვორიორსის ღირსებას გოგო გეიმერი დაიცავს

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • ვორიორსმა ჩიკიტა ევანსი აირჩია
  • მისი წარმატება ქალთა ისტორიის თვის დაწყებას დაემთხვა
  • ქალ გეიმერებს დღემდე უწევთ სტერეოტიპებთან გამკლავება

ჩიკიტა ევანსი - ეს სახელი და გვარი აუცილებლად უნდა დაიმახსოვროთ, რადგან მან ისტორია დაწერა. ჩიკიტა პირველი ქალია, რომელიც NBA 2K League-ში იასპარეზებს და მისი გუნდი არც მეტი, არც ნაკლები - მოქმედი ჩემპიონი გოლდენ სტეიტ ვორიორსია

ევანსის უპრეცენდენტო მიღწევა კარგ დროს დაემთხვა, რადგან 8 მარტიდან ქალთა ისტორიის თვე დაიწყო და ახალგაზრდა გოგო, იმ ქალების ვრცელ ნუსხას შეუერთდა, რომლებმაც გენდერული როლების შესახებ არსებული სტერეოტიპები გააქარწყლეს.

მიუხედავად იმისა, რომ eSports თანამედროვე ფენომენია, ქალ გეიმერებს დღემდე უწევთ ძველმოდურ შეხედულებებთან, ჩაგვრასთან, ზიზღთან და შევიწროებასთან გამკლავება. NBA-ს კომისარი ადამ სილვერი აცხადებს, რომ ტურნირის პირველ წელს გენდერული მრავალფეროვნების ნაკლებობამ მას იმედები გაუცრუა. ლიგის მიერ ჩატარებულმა კვლევამ, სხვა პრობლემებთან ერთად ისიც აჩვენა, რომ მამაკაცი მოთამაშეები ქალ თანაგუნდელებს გადაცემებს არ აძლევდნენ. ლიგა დააკვირდა მოთამაშეთა შორის კომუნიკაციასაც და რამდენიმე კიბერსპორტსმენი სექსისტური განცხადებების გამო დასაჯა.

მიუხედავად ყველაფრისა, ევანსი არ იყო ერთადერთი ქალი, რომელიც 2K League-ს დრაფტზე მოხვდა. ბრიანა ნოვინი არც ერთმა გუნდმა არ აირჩია, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს შანსი, რომ ის რომელიმეს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

'ელექტრონული სპორტი უკვე დიდი ინდუსტრიაა. კომპიუტერული თამაშებით უამრავი ადამიანია დაკავებული და მათ ნაწილს იმის შანსი ეძლევათ, რომ პროფესიონალები გახდნენ და ფული გააკეთონ. ვფიქრობ, ეს ძალიან მაგარია' - თქვა კევინ დურანტმა, რომელიც ევანსის საყვარელი კალათბურთელია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები