Thumbnail

ედემი ბოლქვაძე ფინალშია - 4 მედლის შანსი ევროპის ჩემპიონატზე

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში. U-23 
  • ედემი ბოლქვაძის ოქროს შანსი

სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარეობს 23-წლამდელ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი. საქმეში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთვნენ. საქართველოს ნაკრების 5 მოჭიდავიდან ოთხი ნახევარფინალში გავიდა, ედემი ბოლქვაძემ კი ფინალის საგზური მოიპოვა და 9 მარტს ოქროს მედლისთვის იჭიდავებს.

65 კგ. წონით კატეგორიაში ედემი ბოქვაძემ ბრწყინვალედ იარა, ნახევარფინალში 10:0 მოუგო მაკედონიელ ფატი ვეისელის და ფინალში სომეხ ტევანიანს დაუპირისპირდება.

რობერტ დანგაშვილი (57 კგ.), ტარიელ გაფრინდაშვილი (79 კგ.) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ.) ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ. შესაბამისად, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის პირველი დღის შემდეგ, 4 მედლის მოპოვების შანსი აქვს.

ედემი ბოლქვაძის ჭიდაობა ნახევარფინალში

კომენტარები

ბოლო ამბები