Thumbnail

სნოუბორდ კროსი | პირველად საქართველოში: ევროპის თასის ეტაპი გუდაურში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ტურნირი ორ დღეს გაგრძელდება და 10 მარტს სარეიტინგო შეჯიბრით დასრულდება
  • ქალებში გერმანელმა სნოუბორდისტმა გაიმარჯვა, ვაჟებში კი ავსტრიელმა

პირველად ქართული სათხილამურო სპორტის ისტორიაში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ქალთა და ვაჟთა შორის სნოუბორდ კროსის ევროპის თასის ეტაპი გუდაურში მიმდინარეობს. ტურნირი კიდევ ორ დღეს გაგრძელდება და 10 მარტს სარეიტინგო შეჯიბრით დასრულდება. შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 627-მა სპორტსმენმა გაიარა.

სნოუბორდ კროსი ოლიმპიური სახეობის ერთ-ერთი დისციპლინაა. შეჯიბრის დროს, ოთხი სნოუბორდისტი ერთდროულად იღებს სტარტს, მიზანი კი ტრასის მინიმალურ დროში გავლაა. ქალთა შორის გამარჯვებული გერმანელი სპორტსმენი, ჰანა იჰედიოჰა გახდა, ხოლო ვაჟებში ავსტრიელმა იაკობ დუშეკმა გაიმარჯვა. შეჯიბრის შემდეგ, გამარჯვებულებმა კომენტარები გააკეთეს. მედიას შთაბეჭდილებები გაუზიარა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ.

“პირველად ვარ გუდაურში და აღფრთოვანებული ვარ. შესანიშნავი ტრასაა, დღევანდელი დაშვება კი ჩემთვის წარმატებული გამოდგა. საუკეთესო შედეგი ვაჩვენე და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ”, - განაცხადა ჰანა იჰედიოჰამ.

ჯაკობ დუშეკი (ავსტრია): “ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთხელ მომეცა გუდაურში ჩამოსვლის საშუალება, რადგან ულამაზესი ადგილია. რთული იყო გამარჯვება, რადგან ტურნირში არაერთი მაღალი დონის მოთხილამურე მონაწილეობდა. 

შალვა გიგოლაძე (განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე): “ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეჯიბრის მასპინძლობა, რადგან ეს ხელს უწყობს ჩვენი კურორტების პოპულარიზაციას. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა სპორტსმენებმა აიმაღლონ კლასი და ახალი თაობა უფრო მეტად დაინტერესდეს ამ ულამაზესი სპორტის სახეობით”. 

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს გუდაურსა და ბაკურიანში სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები