Thumbnail

მარაკეშის გრან პრი | ამირან პაპინაშვილის მე-15 მედალი

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ამირან პაპინაშვილმა ბრიტანელი მაკენზი 2 ვაზარით დაამარცხა
  • ქართველის მე-15 მედალი IJF-ის გრან პრიზე

მარაკეშის გრან პრის პირველ დღეს ქართულმა დელეგაციამ ერთი მედალი მოიპოვა, 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოცდილმა ამირან პაპინაშვილმა ბრინჯაოს მედალი აიღო. მედლისთვის ორთაბრძოლაში პაპინაშვილი ბრიტანელ ეშლი მაკენზის შეხვდა და ორი ვაზარით აჯობა. 

ბრძოლა მე-3 ადგილისთვის 

მანამდე ქართველმა ძიუდოისტმა ყაზახ შამშადინს და ესპანელ ნუნიეს როდრიგესს აჯობა, უკრაინელ არტიომ ლესიუკთან კი დამარცხდა. 

პაპინაშვილი V შამშადინი

რეპეშაჟში ამირანმა ბელგიელი იორე ვერსტრატენი დაამარცხა და მედლისთვის ჭიდაობის უფლება მოიპოვა. 

ამირან პაპინაშვილმა IJF-ის გრან პრიზე მე-15 მედალი (მეხუთე ბრინჯაო) მოიპოვა კარიერაში.
დღეს 66 კილო წონით კატეგორიაში გიორგი გუგულაშვილი და ნიკო ჭიკაიძე ჭიდაობდნენ, თუმცა წარუმატებლად - პირველივე ორთაბრძოლები დათმეს. 

შაბათს მარაკეშის გრან პრიზე ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი (73), ნუგზარ ტატალაშვილი და ბექა დონღვანი (81) იჭიდავებენ, კვირას კი მხოლოდ ერთი მონაწილე გვაყვს - გიორგი პაპუნაშვილი (90). 

კომენტარები

ბოლო ამბები