Thumbnail

ისტორიული მიღწევა - მორის ყვითელაშვილმა ზამთრის უნივერსიადაზე მედალი მოიპოვა!

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 2-12 მარტი - ზამთრის უნივერსიადა 
  • მორის ყვითელაშვილის ისტორიული მედალი
  • უნივერსიადა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ბოლო რეპეტიცია იყო

რუსეთის ქალაქ კრასნოიარსკში ზამთრის 29-ე უნივერსიადა მიმდინარეობს, რომელზეც ბრწყინვალე წარმატებას მიაღწია საქართველოს წარმომადგენელმა მორის ყვითელაშვილმა. 

კრასნოიარსკის "პლატინიუმ არენაზე" წინ მხოლოდ იტალიელი მატეო რიცო და რუსი მაქსიმ კოვტუნი გაუშვა. ეს ქართული სპორტის ისტორიაში პირველი მედალია ზამთრის უნივერსიადებზე. მორისმა ჯამში 258.02 ქულა მოაგროვა. 

მორისმა თავისუფალ პროგრამაში შესანიშნავად იასპარეზა -  175.31 ქულა დაიმსახურა, მან სამი ოთხმაგი ბრუნი შეასრულა. 

უნივერსიადა 2019 - ერთეულთა პოდიუმი

"როგორც იქნა, შევძელი პროგრამის კარგად შესრულება. კარგად შევედი თითოეულ ნახტომზე. რაც შეეხება მოკლე პროგრამას, იქ გამოსვლით უკმაყოფილო ვარ - კარგად დავიწყე, შემდეგ კი უხეში შეცდომა დავუშვი. ასე დავკარგე 10 ქულა. დღეს ჯამში ყველაფერი გამოგვივიდა, რაც ჩავიფიქრეთ. ასე რომ, უნივერსიადაზე გამოსვლით კმაყოფილი ვარ". 

უნივერსიადა მოციგურავეებისთვის ბოლო რეპეტიცია იყო მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, რომელიც იაპონიის ქალაქ საიტამაში 18-24 მარტს გაიმართება. 

თავისუფალი პროგრამა

პირველი ზამთრის უნივერსიადაზე

საქართველოს სახელით უნივერსიადების ისტორიაში 13 მედალია მოპოვებული - აქედან 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 9 ბრინჯაო. ყველა ეს მედალი ზაფხულის უნივერსიადებზეა მოპოვებული. 

კომენტარები

ბოლო ამბები