Thumbnail

ქართველი მოციგურავე ევროპის ჩემპიონატზე მეშვიდეა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • მოსკოვში ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო.
  • ერთეულებში მორის ყვითელაშვილი და ირაკლი მაისურაძე მონაწილეობენ.
  • მორის ყვითელაშვილი პიონჩანის ოლიმპიადაზეც გამოვა.

მოსკოვში ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. 17 იანვარს ერთეულთა თანრიგში ორმა ქართველმა მოციგურავემ იასპარეზა - მორის ყვითელაშვილმა და ირაკლი მაისურაძემ.

მორის ყვითელაშვილი ერთ-ერთი (სამიდან) ქართველი სპორტსმენია, რომელიც ზამთრის ოლიმპიადის ლიცენზიას ფლობს. 

მოკლე პროგრამის მერე მორის ყვითელაშვილი 76,74 ქულით მე-7 ადგილზეა, ხოლო ირაკლი მაისურაძე 63,69 ქულით მე-18 ადგილზეა. 

ორივემ გადალახა საკვალიფიკაციო ზღვარი და 19 იანვარს თავისუფალ პროგრამაში გამოვა. 

ჯერჯერობით, შეჯიბრებას ესპანელი ხავიერ ფერნანდესი ლიდერობს 103,82 ქულით. 

კომენტარები

ბოლო ამბები