Thumbnail
  • მეთერთმეტე ტურმა ცხრილში არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო დაძაბა
  • 8-9 მარტს მეთორმეტე ტურის მატჩები თბილისსა და ქუთაისში გაიმართება

ფუტსალის ლიგის მეთერთმეტე ტურმა ცხრილში არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო დაძაბა. მას შემდეგ, რაც ქუთაისის მართვემ ქულები დაკარგა, კონკურენტებს პლეი ოფში გასვლის შანსი გაუჩნდათ. ეს გარემოება მეთორმეტე ტურს ინტრიგას მატებს. 8-9 მარტს ტურის მატჩები თბილისსა და ქუთაისში გაიმართება.

8 მარტი / 21:00 საათი / თბილისის ოლიმპიური სასახლე / თსუ VS ივერია 

ივერია 2017-ს სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა, თუმცა პლეი ოფში გასვლის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს. მით უმეტეს, მეთორმეტე ტურში კონკურენტები გათამაშების ფავორიტებს უპირისპირდებიან. ივერია 2017-ისთვის ეს შანსია, თუმცა თავის მხრივ, მესამე ადგილზე მყოფი თსუ პოზიციის გაუმჯობესებას შეეცდება. 

9 მარტი / 16:00 საათი / ქუთაისის სპორტის სასახლე / ბსუ VS TMC თბილისი

ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის მძიმედ დასრულდა. მეხუთე ტურის შეხვედრაში მედიკოსებმა 12:0 იმარჯვეს. ამჯერად TMC თბილისი ეწვევა მოწინააღმდეგეს, რომელსაც მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად ქულები ძალიან სჭირდება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

9 მარტი / 18:00 საათი / ქუთაისის სპორტის სასახლე / მართვე VS თელასი

ქუთაისის მართვე, რომელმაც ოთხეულში შესვლა მოახერხა, მაგრამ გასულ თამაშში თბილისთან წააგო, 30 ქულით ცხრილის სათავეში მყოფ თელასს დაუპირისპირდება. პირველი წრის შეხვედრა ენერგეტიკოსების გამარჯვებით 8-2 დასრულდა. შაბათის მატჩში მეტი დაძაბულობაა მოსალოდნელი. ქუთაისელებს პლეი-ოფის საგზურის მოსაპოვებლად დიდი ბრძოლა მოუწევთ.

კომენტარები

ბოლო ამბები