Thumbnail
  • გაიმართა ევროპალიგის 1/8-ფინალის პირველი შეხვედრები
  • სევილიამ სლავიას ვერ მოუგო, ინტერი და აინტრახტი კი დაზავდნენ

გაიმართა ევროპალიგის 1/8-ფინალის პირველი შეხვედრები. დიდ ინტერესს იწვევდა საფრანგეთში დაგეგმილი მატჩი, სადაც რენს ლონდონის არსენალი ესტუმრა.

მეთოფეები ივობის გოლით დაწინაურდნენ, თუმცა მალევე სოკრატის პაპასტატოპულოსმა წითელი ბარათი მიიღო, არსენალი კაცნაკლული დარჩა და შემდეგ, ფრანგებმა გარდატეხა შეიტანეს თამაშში. რენმა სამჯერ დალაშქრა ლონდონელთა კარი და განმეორებითი მატჩი წინ, ორბურთიანი ფორა შეიქმნა.

ესპანური ვილიარეალი ზენიტს ესტუმრა და დიდი ნაბიჯი გადადგა მეოთხედფინალში გასასვლელად. ვილიარეალმა 3:1 სძლია მეტოქეს და რთულად წარმოსადგენია, რომ საკუთარ კედლებში ეს უპირატესობა გაანიავოს. აინტრახტი და ინტერი უგოლოდ დაზავდნენ და შესაბამისად, ყველაფერი მილანში გადაწყდება.

აინტრახტი 0:0 ინტერი

მოულოდნელად, სევილიამ საკუთარ მოედანზე სლავია ვერ დაამარცხა. მატჩი 2:2 დასრულდა და ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. სლავიასთვის სასურველი ანგარიშია, მაგრამ სევილია ალბათ მაინც ფავორიტად რჩება. ზაგრების დინამომ 1:0 მოუგო ლისაბონის ბენფიკას და კომფორტული ფორა მოიპოვა პორტუგალიური მატჩის წინ. 

დინამო ზ. 1:0 ბენფიკა

გოლები: 1:0 პეტკოვიჩი (39-პენ.)

აინტრახტი 0:0 ინტერი

რენი 3:1 არსენალი

გოლები: 0:1 ივობი (4), 1:1 ბურიჟუ (42), 2:1 მონრეალი (65-საკ. კარში), 3:1 სარი (88)

სევილია 2:2 სლავია

გოლები: 1:0 იედერი (1), სტოხი (25), 2:1 ელ ჰადიდი (28), 2:2 კრალი (39)

ზენიტი 1:3 ვილიარეალი

გოლები: 0:1 იბორა (33), 1:1 აზმუნი (35), 1:2 მორენო (64), 1:3 მორლანესი (71) 

კომენტარები

ბოლო ამბები