Thumbnail

საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი კარიერას ესპანეთის ACB ლიგაში გააგრძელებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • თად მაკფადენი ჟუვენტუდში ითამაშებს
  • რეალთან მატჩში მაკფადენი არ იქნება

საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი თად მაკფადენი უკლუბოდ აღარ არის, მან კონტრაქტი ესპანეთის ACB ლიგის მეექვსეადგილოსან ჟუვენტუდთან გააფორმა. კატალონიური გუნდი ამჟამად 12-8 ბალანსით მე-6 ადგილზეა. 

შეგახსენებთ, რომ ნატურალიზებული ამერიკელი ტენერიფეს ღირსებას იცავდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ იქიდან მცირე სკანდალით წავიდა. 

კანარის კუნძულებზე მაკფადენი საშუალოდ 12.4 ქულას, 1.5 მოხსნასა და 2.3 პასს აკეთებდა. საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაში კი მისი სტატისტიკა ასეთია - 9.5 ქულა, 2.3 მოხსნა და 3.1 პასი. 31 წლის მაკფადენს 3 კონტინენტის 6 ქვეყანაში უთამაშია პროფესიულ დონეზე. 

მაკფადენი ჟუვენტუდში სეზონის ბოლომდე დარჩება, ის გუნდში დაკოტა მატიასს შეცვლის. მაკფადენი კატალონიაში შაბათს ჩავა. ასე რომ, მისი თამაში მომდევნო ტურში მადრიდის რეალის წინააღმდეგ (9 მარტი) გამორიცხულია. მისი დებიუტი შემდეგ ტურში, ობრადოიროს წინააღმდეგ შედგება. 

კომენტარები

ბოლო ამბები