Thumbnail
  • პარი სენ ჟერმენი ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალში გამოეთიშა
  • მანჩესტერ იუნაიტედთან მოულოდნელი მარცხის შემდეგ, სპეკულაციები დაიწყო
  • ესპანური მედია: ნეიმარი და კილიან მბაპე ზაფხულში რეალში გადავლენ

ნეიმარი და კილიან მბაპე პარი სენ-ჟერმენში მეორე სეზონს ატარებენ და ფრანგული გრანდი ჩემპიონთა ლიგიდან ზედიზედ მეორედ გავარდა მერვედფინალში. შარშან პსჟ-ს ბოლო გაჩერება მადრიდის რეალი იყო, წელს კი - მანჩესტერ იუნაიტედი. წლევანდელი ფიასკო გაცილებით მოულოდნელია, რადგან იუნაიტედს კრიზისი აქვს. ფრანგული და ესპანური მედია წერს, რომ სამშაბათს მომხდარი აუცილებლად იქონიებს გავლენას ნეიმარისა და მბაპეს მომავალზე.

ესპანურ სპორტულ გაზეთ AS-ში ვკითხულობთ, რომ მანჩესტერ იუნაიტედთან მარცხით, დიდი შანსია, ნეიმარისა და მბაპეს პარიზული კარიერა დამთავრდეს. ბრაზილიელი და ფრანგი სუპერვარსკვლავების გადაბირებაზე რეალში ოცნებობენ და რაკი ნეიმარმა და მბაპემ კიდევ ერთხელ დაინახეს, რომ პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგას ვერ იგებენ, მადრიდში გადასვლაზე სერიოზულად დაფიქრდებიან.

დატოვებენ პარი სენ-ჟერმენს კილიან მბაპე და ნეიმარი?

ცნობილია, რომ ზაფხულში რეალი ახალ ვარკვლავებში ბევრი ფულის დახარჯვას აპირებს. “სამეფო კლუბმა” ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ სამჯერ მოგების შემდეგ, ეს სეზონი ჩააგდო - ევროპის ელიტარულ საკლუბო ტურნირს მადრიდელების მერვედფინალში, ამსტერდამის აიაქსთან გამოეთიშნენ. AS წერს, რომ ნეიმარისა და მბაპეს გვარები ფლორენტინო პერესის სასურველი ფეხბურთელების სიის სათავეში წერია.

კომენტარები

ბოლო ამბები