Thumbnail

ჰანს ვან დერ მეერი: რას ვხედავთ, როდესაც ვუყურებთ ფეხბურთს?

⚽ მასალა თავდაპირველად გამოქვეყნდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ჟურნალში ფეხბურთი - გამოდის კვარტალში ერთხელ და აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე საფეხბურთო პროცესებს

1973 წელს, ქვემო საქსონიის პატარა ქალაქში - ბრაუნშვაიგში ადგილობრივმა აინტრახტმა მაისურზე სპონსორის - იეგერმაისტერის ლოგო დაიტანა და ამით სამუდამოდ შეცვალა ფეხბურთის გაშუქების სპეციფიკა.

ბრაუნშვაიგი ერთ-ერთი პირველი იყო მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, ვინც სპონსორიანი მაისურით გამოვიდა მინდორზე. ამ სიახლემ 70-იანების ბოლოს კაპიტალისტური სამყაროს ქვეყნებში უკვე მასიური სახე მიიღო. გულშემატკივარის, მოთამაშის, მსაჯების და მწვრთნელების გარდა მოედანზე გაჩნდა ახალი პერსონაჟი - სპონსორი!

ფეხბურთისადმი ინტერესის ზრდამ და ინტერნეტის გამოჩენამ, საფეხბურთო კლუბებს გადააწყვეტინა საკუთარი პრეს-სამსახურების, ფოტოგრაფთა კორპუსის და სხვა ძველი ბეჭდური პრესისთვის დამახასიათებელი ძირძველი შტატების ფორმირება. კლუბებს ვალდებულებებში აქვთ გაწერილი მატჩის მთავარ ფოტოდ სპონსორიანი ახლო კადრების დაწინაურება. ახლო კადრებს ვერ გაურბიან ვერც პრესისათვის მომუშავე კამერები. რაც დრო გადის და წინ მივდივართ, ახლო კადრიც უფრო კარგი გამოდის და ეს ყველას მოსწონს - გულშემატკივარს, ფეხბურთელს, პრესას, კლუბს, სპონსორს.

ბრაუნშვაიგი - 1973 წელი

მაგრამ ამ შემოქმედების გარდა არსებობს საფეხბურთო ფოტოგრაფიის სხვა, უფრო დამოუკიდებელი მიმართულება, რომელიც იმდენად თამაშზე და პიროვნებაზე ორიენტირებული არ არის, რამდენადაც გარემოზე. სტიუარტ როი კლარკის ნამუშევრები მთლიანად მოედანზე მისული გულშემატკივრის გამოცდილებას ეძღვენება. ინგლისელი ფოტოგრაფი არ ჭრის კადრებს, არ ასწორებს ფერებს და ხშირ შემთხვევაში მისი ნამუშევრები პირვანდელი სახისაა.

ჰოლანდიელი ჰანს ვან დერ მეერი მატჩებს ტრიბუნიდან ტელე-ფოტო ლინზით იღებს და მოვლილი აქვს სამოყვარულო ლიგის მატჩები მთელი ევროპის მასშტაბით - 2006 წელს გამოსცა წიგნი სახელად „ევროპული მინდვრები“, რომელიც ასახავს სამოყვარულო ლიგის მატჩებს მთელი კონტინენტის მასშტაბით.

„1988 წელს ჰარლემში საფეხბურთო ფოტოგრაფიის დიდ არქივს გადავაწყდი. სადაც ასახული იყო ჰოლანდიის ნაკრების გასვლითი მატჩები 1950-იანი წლებში. უმეტესობა კადრი კარს უკან რაკურსით იყო გადაღებული, მაგრამ რამდენიმე ისეთი შემხვდა, სადაც ფოტოგრაფი ტრიბუნაზე იდგა და გამიკვირდა, თუ რატომ არასოდეს მომაფიქრდა ეს.

ჩემი პროექტით, მოედნის გარდა, ასევე მინდოდა მეჩვენებინა - ქუდიანი კაცი ტრიბუნაზე, დროშები სახურავზე, ხეები და სამანქანო საცობები სტადიონს მიღმა, ანუ ის სივრცეები რომლებიც დღევანდელ ფოტოებში გამქრალია.“ - ამბობს ჰანს ვან დერ მეერი.

ფართო კადრების გაქრობა, 50-იანებში ტელევიზიის ფეხბურთში ჩართულობამაც გამოიწვია, რომელმაც მისი როლი ნაწილობრივ შეითავსა. ასევე ტექნიკის განვითარებამ - 35მმ-იანი კამერების გამოჩენა ეპოქალური მოვლენა იყო, სისწრაფე და აღქმა გაუმჯობესდა, შედეგად მივიღეთ სტანდარტული სცენა - ორი ფეხბურთელი ბურთით, რომელიც ამომწურავად გადმოსცემს მატჩის ხასიათს და მასში მონაწილეთა ვინაობას. ხოლო რა ხდება მის უკანა აქტუალური აღარ არის.

„ეს ყველაფერი შორს არის ჩემპიონთა ლიგისგან. მოლარე, პოლიციელი, მექნიკოსი, ტაქსის მძღოლი, ფერმერი, სტუდენტი, პიცის მცხობელი და სხვები იკრიბებიან ერთად, მათ ტრიბუნიდან მხოლოდ 2 კაცი და ძაღლი გულშემატკივრობს. მაგრამ ყველა ბედნიერია. ეს არის ის რასაც ვერავინ წაგვართმევს - წარმოსახვის უნარი. სწორედ აქ იკვეთება ჩემთვის ფეხბურთი და ფოტოგრაფია.“ - ჰანს ვან დერ მეერი.

ჰანს ვან დერ მეერი | ევროპული მინდვრები

• კონსეტი, ინგლისი (2004)

ჰანს ვან დერ მეერი | ევროპული მინდვრები

•  მარსელი, საფრანგეთი (2004)

ჰანს ვან დერ მეერი | ევროპული მინდვრები

• ბარტკოვო, პოლონეთი (2003)

ჰანს ვან დერ მეერი | ევროპული მინდვრები

• სელერინა, შვეიცარია (2005)

ჰანს ვან დერ მეერი | ევროპული მინდვრები

• ბორსი, რუმინეთი (2003)

ჰანს ვან დერ მეერი | ევროპული მინდვრები

• ბრედფორდი, ინგლისი (2004)

ჰანს ვან დერ მეერი | ევროპული მინდვრები

• ბრედფორდი, ინგლისი (2004)

ჰანს ვან დერ მეერი | ევროპული მინდვრები

• შო, საფრნგეთი (2003)

ჰანს ვან დერ მეერი | ევროპული მინდვრები

• დუბლინი, ირლანდია (2005)

ჰანს ვან დერ მეერი | ევროპული მინდვრები

• დურგენდამი, ჰოლანდია (1998)

ჰანს ვან დერ მეერი | ევროპული მინდვრები

• ინერლეიტენი, შოტლანდია (2001)

ჰანს ვან დერ მეერი | ევროპული მინდვრები

• აიზენერცი, ავსტრია (2003)

ჰანს ვან დერ მეერი | ევროპული მინდვრები

• ფრაუენაგენი, გერმანია (2003)

ჰანს ვან დერ მეერი | ევროპული მინდვრები

• ჰააგა, ჰოლანდია (2001)

ჰანს ვან დერ მეერი | ევროპული მინდვრები

• ოპედე, საფრანგეთი (2004)

ჰანს ვან დერ მეერი | ევროპული მინდვრები

• დეტუენშტადტი, გერმანია (2003)

ჰანს ვან დერ მეერი | ევროპული მინდვრები

• დურგენდამი, ჰოლანდია (1998)

ჰანს ვან დერ მეერი | ევროპული მინდვრები

• ამსტერდამი, ჰოლანდია (1998)

ჰანს ვან დერ მეერი | ევროპული მინდვრები

• მაასტრიხტი, ჰოლანდია (1998)

ჰანს ვან დერ მეერი | ევროპული მინდვრები

• ამსტერდამი, ჰოლანდია (1998)

ჰანს ვან დერ მეერი | ევროპული მინდვრები

• კნიპლა, შვედეთი (2004)

ჰანს ვან დერ მეერი | ევროპული მინდვრები

• კრასნი უდოლი, ჩეხეთი (2005)

ჰანს ვან დერ მეერი | ევროპული მინდვრები

• მაასტრიხტი, ჰოლანდია (2003)

ჰანს ვან დერ მეერი | ევროპული მინდვრები

• მით ოლმ როი, ინგლისი (2004)

ჰანს ვან დერ მეერი | ევროპული მინდვრები

• პერაფიტა, პორტუგალი (2004)

ჰანს ვან დერ მეერი | ევროპული მინდვრები

• პერაფიტა, პორტუგალი (2004)

ჰანს ვან დერ მეერი | ევროპული მინდვრები

• პორტუ, პორტუგალი (2004)

ჰანს ვან დერ მეერი | ევროპული მინდვრები

• სალონ დე პროვანსი, საფრანგეთი (2004)

ჰანს ვან დერ მეერი | ევროპული მინდვრები

• ტორენუევა, ესპანეთი (2005)

ჰანს ვან დერ მეერი | ევროპული მინდვრები

• უტრეხტი, ჰოლანდია (2001)

ჰანს ვან დერ მეერი | ევროპული მინდვრები

• უორლი, ინგლისი (2004)
გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები