Thumbnail

გრიგალავამ ორენბურგს გაუტანა - ქართველის გოლი რუსეთის თასზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • არსენალ ტულა 1:1 ორენბურგი - გრიგალავას გოლი მეოთხედფინალში
  • რუბინი 0:1 ლოკომოტივი - კვერკველია ნახევარფინალში გავიდა

რუსეთის თასზე მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა. გია გრიგალავას არსენალ ტულამ ორენბურგს უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. მასპინძელთა მხრიდან გოლი ქართველმა მცველმა გაიტანა. გორბატენკოს ჩაწოდების შემდეგ, გრიგალავამ ბურთი ორენბურგის კარში თავით გადაგზავნა და არსენალი დააწინაურა - მეტოქემ გათანაბრება შეძლო, მაგრა, გრიგალავას გუნდი მომდევნო ეტაპზე გავიდა, რადგანაც არსენალს პირველი მატჩი სტუმრად 4:2 ჰქონდა მოგებული.

View this post on Instagram

Gia grigalava V Orenburg 🇬🇪⚽️

A post shared by Sportmiambe (@sportmiambe1) on

სოლომონ კვერკველიას ლოკომოტივიც ნახევარფინალში ითამაშებს. მათ ყაზანის რუბინს გასვლაზე 0:1 სძლიეს და ორი მატჩის ჯამში 2:0 მოუგეს.

კომენტარები

ბოლო ამბები