Thumbnail

რევოლუცია მსოფლიო რაგბიში? საქართველოს შანსი 6 ერში მოსახვედრად

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მსოფლიო რაგბის გვერდზე ახალი ტურნირის შესახებ ვიდეო გამოაქვეყნეს
  • 'ბორჯღალოსნებს' მომავალში მსოფლიო ლიგის ელიტაში თამაშის უფლება ექნებათ

მსოფლიო რაგბის გვერდზე ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც იმ ახალი ტურნირის ფორმატია განხილული, რომელიც 2020 წლიდან უნდა დაიწყოს. მსოფლიო რაგბის ხელმძღვანელების აზრით, რაგბის მსოფლიო ლიგა ორ ნაწილად უნდა დაიყოს - ევროპისა და მსოფლიო კონფერენციებად.

თითო კონფერენციაში 12 ნაკრები იქნება, რომლებიც ორ დივიზიონში გადანაწილდებიან. მაგალითად მსოფლიოს კონფერენციის პირველ დივიზიონში 4 ერის ნაკრებებს (ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა და არგენტინა) საუკეთესო რეიტინგის მქონე ნაკრებები დაემატებიან. მეორე კონფერენციაში დანარჩენი ტოპ-6 ნაკრები მოხვდება.

რაც შეეხება ევროპას, აქ პირველ კონფერენციაში 6 ერის ნაკრებები მოხვდებიან, ხოლო მეორე ტურნირი რაგბი ევროპის ჩემპიონატი იქნება, რომლის გამარჯვებულიც 6 ერში ასასვლელად 6 ერის ბოლოადგილოსანთან პლეი ოფის მატჩს ითამაშებს.

მაგალითად, რაგბი ევროპის მოგების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები 6 ერის ბოლოადგილოსანთან პლეი ოფის მატჩს ითამაშებს და გამარჯვების შემთხვევაში, 6 ერის ნაკრებებს შეუერთდება.

მსოფლიო რაგბის ლიგის გამარჯვებული ასე გამოვლინდება: მსოფლიოსა და ევროპის კონფერენციის პირველ და მეორე ადგილზე გასული ნაკრებები ერთმანეთს ნახევარფინალებში შეხვდებიან, გამარჯვებულები კი მსოფლიო რაგბის ლიგის მოსაგებად იბრძოლებენ.

შეიქმნება მესამე დივიზონიც, იქ მოთამაშე ნაკრებებს კი მეორე დივიზონში დაწინაურებისთვის ზუსტად იმავე გზის გავლა მოუწევთ, რაც მეორე დივიზონის ნაკრებს პირველ დივიზიონში გადასასვლელად. მსოფლიო რაგბიმ ეს ვიდეო და ახალი ტურნირი საკუთარ გვერდზე დააანონსა, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა, რომ 6 ერის ორგანიზატორებს ტურნირის ეს ფორმატი მოეწონოთ.

Nations Championship

World Rugby has moved to clarify the organisation’s position on the merits and structure of a Nations Championship concept in advance of key meetings in Dublin next week.

Posted by World Rugby on ოთხშაბათი, 06 მარტი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები