Thumbnail

'თითქოს ახლა დავბრუნდი" - ტოჩინოშინი ჰარუ ბაშოსთვის გამალებით ემზადება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 10-24 მარტი - ჰარუ ბაშო
  • ტოჩინოშინს ოძეკის ტიტული დასაცავი აქვს

კვირას ქალაქ ოსაკაში გაზაფხულის (ჰარუ) ბაშო იწყება, რომელზეც ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინი) ოძეკის ტიტული აქვს დასაცავი. შეგახსენებთ, რომ მან იანვრის ბაშო ტრავმის გამო მიატოვა, რის გამოც კადობანშია - 15-დან 8 გამარჯვება სჭირდება, რომ ჩემპიონის რანგი დაიცვას. 

sponichi.co.jp-ის ცნობით, ტოჩინოშინი გამალებით ემზადება ბაშოსთვის და ის თავს კარგად გრძნობს, ძველი ტრავმა კი აღარ აწუხებს. როგორც იაპონურ მედიას განუცხადა, ტოჩინოშინი თავს ისე გრძნობს, თითქოს, დაუბრუნდა სუმოს და მხოლოდ გამარჯვებებზე ფიქრობს.

სამედიცინო შემოწმებაზე

დილის ვარჯიშზე მან 6 სავარჯიშო ორთაბრძოლა მოიგო (17-დან) და აშკარად არ უჩიოდა ენერგიის ნაკლებობას. ტოჩინოშინს აღარ აწუხებს მარჯვენა ფეხის ტრავმა, რომელმაც მას იანვრის ბაშო გამოატოვებინა და ნელნელა საბრძოლო წონაც დაიბრუნა - ერთი პერიოდი, ის "მხოლოდ" 150 კილოგრამს იწონიდა, ახლა კი თითქმის 170-ია. 

დოჰიო შენდება 

კომენტარები

ბოლო ამბები