Thumbnail

დისკვალიფიკაციაც და ჯარიმაც - მაურისიო პოჩეტინოს არბიტრთან ჩხუბი არ აპატიეს

  • ტოტენჰემის თავკაცი ბარნლისთან მატჩის შემდეგ არბიტრს სიტყვიერად დაუპირისპირდა
  • 47 წლის არგენტინელი გუნდს საუთჰემპტონსა და ლივერპულთან ვერ უხელმძღვანელებს

ლონდონის ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო დასაჯეს. 47 წლის არგენტინელი სპეციალისტს ინგლისის ჩემპიონატში ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს და პლუს, 10 ათასი ფუნტის (11,5 ათას ევროზე მეტი) ოდენობის ჯარიმასაც გადაიხდის. 

პოჩეტინოს დასჯის გადაწყვეტილება ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ (FA), პრემიერლიგის 27-ე ტურის მატჩში მწვრთნელის საქციელის გამო მიიღო. 

ბარნლისთან სტუმრად, ანგარიშით 1:2 წაგებული მატჩის დასრულების შემდეგ, არგენტინელმა ნერვები ვეღარ მოთოკა და შეხვდრის არბიტრს, მაიკლ დინს სიტყვიერად დაუპირისპირდა. მოგვიანებით მწვრთნელმა აღიარა, რომ რეფერისთან კონფლიქტს ნანობს და დასძინა, რომ ამის მიზეზი მატჩის მეტისმეტად ემოციური დასასრული იყო.

მაურისიო პოჩეტინო თავისი გუნდის თამაშს თვალს სამწვრთნელო სკამიდან საუთჰემპტონსა და ლივერპულთან გასვლით შეხვედრებში ვერ მიადევნებს.

ტოტენჰემ ჰოთსპურს ინგლისის პრემიერლიგაში გასული 29 ტურის შემდეგ 61 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზეა. ახლახან პოჩეტინოს გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალში დორტმუნდის ბორუსიას აჯობა (1:0, 3:0) და ¼-ფინალში გავიდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები