Thumbnail

ეროვნული ლიგა | პირველი თბილისური დერბი და ტორპედოს გამარჯვება ბათუმში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • მეორე ტური ორი საინტერესო მატჩით დაიწყო
  • ბათუმში დინამო-ტორპედოს მატჩზე ბრწყინვალე ატმოსფერო იყო

ეროვნული ლიგის მეორე ტური ორი საინტერესო მატჩით დაიწყო. ბრწყინვალე ატმოსფერო იყო ბათუმში, ანგისას ბაზის სტადიონზე, სადაც ადგილობროვმა დინამომ ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლა. ფავოროტად ტორპედო იყო მიჩნეული და გამართლდა კიდეც მოლოდინი - კახა ჩხეტიანის გუნდმა ორი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს.

მატჩის მე-17 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ალექსანდრ აზაცკიმ თავური დარტყმით გახსნა ანგარიში, ტაიმის მიწურულს კი ბუდუ ზივზივაძემ გამოიჩინა თავი და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 0:2. ტორპედომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ეროვნული ლიგის ერთ-ერთი მთავარი ფავოროტია, ბათუმმა კი კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ამ ქალაქში ფეხბურთი ძალიან უყვართ.

ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი თბილისური დერბი შედგა. საბურთალო ლოკომოტოვს დაუპირისპირდა და 3:1 გაიმარჯვა. ანგარიში ლოკომოტივმა გახსნა, თუმცა საბურთალომ მალევე გაათანაბრა და შემდეგ, უპირატესობით წარმართა შეხვედრა. დუბლი შინდაგორიძემ გაიფორმა, ერთი გოლი კი როლოვოჩმა შეაგდო. ლოკომოტივის რიგებში თავი სიხარულიძემ გამოიჩინა. ტურის დარჩენილ შეხვედრებში თბილისის დინამო სიონს ესტუმრება, ვიტ ჯორჯია რუსთავს, ხოლო დილა ჩიხურას.

ლოკომოტივი 1:3 საბურთალო

დინამო ბთ. 0:2 ტორპედო

გოლები: 0:1 აზაცკი (17), 0:2 ზივზივაძე (45)

ლოკომოტივი 1:3 საბურთალო

გოლები: 1:0 სიხარულიძე (11), 1:1 შინდაგორიძე (16-პენ.), 1:2 შინდაგორიძე (63), 1:3 როლოვიჩი (70)

ფოტო: eliga.ge-დან

კომენტარები

ბოლო ამბები