Thumbnail
  • კენჭისყრის შედეგები ცნობილია.
  • ფიბამ ასაკობრივი ნაკრებები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფებში გაანაწილა.
  • საქართველოს 16 წლამდე ვაჟთა ნაკრები A დივიზიონში საფრანგეთს, იტალიას და ესტონეთს შეხვდება

გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში გოგონათა და ვაჟთა შორის კალათბურთის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატების კენჭისყრა გაიმართა. ფიბას მიერ ორგანიზებულმა კენჭისყრამ კონტინენტის ასაკობრივ ჩემპიონატებში ქვეყნები ჯგუფებში გაანაწილა. ბუნებრივია, ჩვენ ინტერესს საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები იწვევენ. გავეცნოთ კენჭისყრის შედეგებს…

16 წლამდე გოგონათა ნაკრები. C დივიზიონი
A ჯგუფი: ავსტრია, მალტა, საქართველო, მონაკო

18 წლამდე გოგონათა ნაკრები. B დივიზიონი
A ჯგუფი: პორტუგალია, რუმინეთი, ფინეთი, ისლანდია, კვიპროსი, საქართველო

16 წლამდე ვაჟთა ნაკრები. A დივიზიონი
D ჯგუფი: საფრანგეთი, იტალია, ესტონეთი, საქართველო

18 წლამდე ვაჟთა ნაკრები. B დივიზიონი
B ჯგუფი: ესტონეთი, ბელგია, საქართველო, უნგრეთი, ავსტრია, აზერბაიჯანი

20 წლამდე ვაჟთა ნაკრები. B დივიზიონი
D ჯგუფი: ფინეთი, პოლონეთი, საქართველო, პორტუგალია, კოსოვო

კენჭისყრას დაესწრო საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის და ფიბა-ევროპის ახალგაზრდული კომიტეტის წევრი მიხეილ გაბრიჩიძე. კენჭისყრის დასრულების შემდეგ, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა:

“საკმაოდ საინტერესო მეტოქეები შეგვხვდა. განსაკუთრებით საყურადღებოა 16-წლამდელთა ნაკრები, რომელიც საქართველოს ასაკობრივ გუნდებს შორის ყველაზე მაღალ დონეზე და A დივიზიონში ასპარეზობს. ჩვენი ბიჭები ძლიერ ქვეჯგუფში მოხვდნენ, თუმცა სხვანაირად არც იქნებოდა. თუ გვინდა წინსვლა და განვითარება, სწორედ ძლიერ გუნდებს უნდა ვეთამაშოთ და მოვუგოთ. ძალიან საინტერესოა გოგონათა ნაკრებების ჯგუფებიც. 18-წლამდელებმა შარშან B დივიზიონში პირველად იასპარეზეს და დებიუტის კვალობაზე ურიგოდ არ გამოსულან. იმედი მაქვს, შარშანდელი გამოცდილება მათ სათამაშო კლასზე დადებითად იმოქმედებს. წარმატება მინდა ვუსურვო ჩვენს ყველა ნაკრებს. მათი წევრები არიან ქართული კალათბურთის მომავალი” 

კომენტარები

ბოლო ამბები